500 კვ. ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო"-ს მშენებლობა და 220 კვ. ,,წყალტუბო"-ს გაფართოება 500 კვ-იანი ფრთით

საქართველოს ქსელის განვითარებისთვის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტი 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეგხ ,,იმერეთი 500"-ის დაზღვევას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს დასავლეთ საქართველოდან ახალი სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანას (,,ენგურჰესის” ინტეგრაცია ჯვარის ქვესადგურში). პროექტი მოიცავს, როგორც 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობას, ასევე არსებული ქ/ს ,,წყალტუბო”-ს გაფართოებას 500 კვ-იანი ფრთით. შემდგომში, არსებულ ,,წყალტუბო-220”-სა და ახალ ქვესადგურ ,,წყალტუბო-500”-ს შორის მოეწყობა კავშირი.

პროექტის დეტალები:

  • პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა 2017 წლის 6 სექტემბერს (საკონსულტაციო კომპანია - Fichtner GmbH & Co. KG);
  • საკონსულტაციო კომპანიასთან - GOPA-International Energy Consultants GmbH გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარეობს პროექტის ძირითადი დიზაინის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები სამშენებლო ტენდერის ჩასატარებლად. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მშენებელი კომპანიის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ;
  • საკონსულტაციო კომპანიასთან - DG Consulting Ltd გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების სამუშაოები.

პროექტის ვადები:

  • პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი - 2021 წელი.

სურათები

Jvari_TskaltuboJvari_tskaltubo_2Jvari_tskaltubo_3Jvari_tskaltubo_4

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Giorgi_Guldedava.jpg

გიორგი გულდედავა

პროექტის მენეჯერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: giorgi.guldedava@gse.com.ge

kakha.jpg

კახა მაისაშვილი

უფროსი ინჟინერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: kakha.maisashvili@gse.com.ge

Davit.jpg

დავით გოგშელიძე

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: david.gogshelidze@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები