2016-10-13 

მოწვევა ტენდერებზე-შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა

მოწვევა ტენდერებზე

საქართველო

შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში

ტენდერის # ET Vehicles 04-2016

სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა

საქართველო, შემდგომში „შემსყიდველი“ აპირებს ევროპის საინვესტიციო ბანკისგან („ბანკი“) მიღებული სასესხო სახსრების ნაწილი გამოიყენოს „მანქანების“ შესყიდვის მიზნით, შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში.

შემსყიდველი იწვევს მომწოდებლებს დალუქული ტენდერების წარმოსადგენად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული, ქვემოთ წარმოდგენილი კონტრაქტებისთვის (შემდგომში: „კონტრაქტები“), რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია სასესხო სახსრების ნაწილით. კონტრაქტები დაკავშირებულია ორ (2) ლოტთან (I და II). მოცემული პაკეტის (და აღნიშნული ლოტების) ფარგლებში განხორციელდება ქვემოთ წარმოდგენილი შემდეგი საქონლის მოწოდება:

ლოტი  I –  მაღალი გამტარობის (ოთხსაბურავიანი) სედანის ავტომობილი;

ლოტი  II – მაღალი გამტარობის (ოთხსაბურავიანი) „ფიქ-აფი“;

ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ტენდერი (ტენდერები) ერთი, ან ორივე ლოტისთვის.  თითოეული ლოტის გაფასება უნდა განხორციელდეს ცალ-ცალკე და მათი წარმოდგენა მოხდება ცალ-ცალკე დალუქულ ტენდერებში. ორივე ლოტის ტენდერის შემთხვევაში შესაძლებელია ფასდაკლების შეთავაზება; აღნიშნული ფასდაკლებები გათვალისწინებული იქნება ტენდერების შედარების პროცესში.

ტენდერი კონტრაქტებისთვის, რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია ბანკის სასესხო სახსრების ნაწილით, ღიაა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიებისთვის.

თითოეული კონტრაქტის მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ ტენდერში მონაწილეებმა დააკმაყოფილონ ქვემოთ წარმოდგენილიმინიმალური კრიტერიუმები (გთხოვთ იხ. სატენდერო დოკუმენტის შეფასების და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების III ნაწილი).

საშუალო წლიური ბრუნვა

  • ძირითადი მომწოდებლის საშუალო წლიური ბრუნვის (მომწოდებელი და მოწოდების პროცესში მყოფი საქონლის და მომსახურების ბილინგის სახით) მოცულობა ბოლო სამი (3)  წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს 113,000 (ასცამეტი ათასი) ევროს ეკვივალენტს I ლოტისთვის და 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ევროს ეკვივალენტს II ლოტისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე წარმოადგენს ტენდერს ორივე ლოტისთვის, მოთხოვნებით გათვალისწინებული საშუალო წლიური ბრუნვა ბოლო სამი (3) წლისთვის დაანგარიშდება ჯამური მონაცემების საფუძველზე.

ფინანსური რესურსები

  • ტენდერის მონაწილემ უნდა დაასაბუთოს ხელმისაწვდომობა ლიკვიდურ აქტივებზე, ან ლიკვიდური აქტივების, დავალიანებისგან თავისუფალი უძრავი ქონების, საკრედიტო ხაზების და სხვა ფინანსური საშუალებების ფლობა, რაც საკმარისი იქნება კონტრაქტის ფულადი მიმოქცევის წარმოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; აღნიშნული თანხა უნდა შეადგენდეს დაახლოებით მინიმუმ 75,000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ევროს ეკვივალენტს I ლოტისთვის და 31,000 (ოცდათერთმეტი ათასი) ევროს ეკვივალენტს II ლოტისთვის, ტენდერის მონაწილეების მიერ სხვა კონტრაქტების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე წარმოადგენს ტენდერს ორივე ლოტისთვის, მოთხოვნებით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების დაანგარიშება განხორციელდება ჯამური მონაცემების საფუძველზე.

გამოცდილება

  • მომწოდებლის გამოცდილება ბოლო სამი (3) წლის მანძილზე უნდა მოიცავდეს მინიმუმ ორ (2) კონტრაქტს, ხოლო თითოეული საკონტრაქტო ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 60,000 (სამოცი ათასი) ევროს ეკვივალენტს I ლოტისთვის და 25,000 (ოცდახუთი ათასი) ევროს ეკვივალენტს II ლოტისთვის. აუცილებელია, რომ ზემოთ აღნიშნული კონტრაქტები წარმატებულად და არსებითად იყოს დასრულებული და მოწოდების სფერო იყოს შემოთავაზებული საქონლის ანალოგიური. მსგავსება დაფუძნებული უნდა იყოს ფიზიკურ ზომაზე, სირთულეზე, მეთოდებზე/ტექნოლოგიაზე და სხვა მახასიათებლებზე, მეორე ნაწილის, მოწოდების მოცულობის და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. დამკვეთის სერთიფიკატების, სარეკომენდაციო ნუსხის, ISO სერტიფიკატების წარმოდგენა მოხდება ტენდერთან ერთად, ტენდერის მონაწილეების კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე წარმოადგენს ტენდერს ორივე ლოტისთვის, გამოცდილების კალკულაცია მოხდება ჯამური მონაცემების საფუძველზე.

სატენდერო დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ მისამართზე, არანაზღაურებადი 50 ევროს, ან კონვერტირებად ვალუტაში აღნიშნული თანხის ეკვივალენტი რაოდენობის გადახდის საფუძველზე. გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

ლიბერთი ბანკი, თბილისი, საქართველო

სვიფტ კოდი: LBRTGE22

ანგარიში: GE87LB0113117903752004

ფინანსური მედიატორი 1:

სს „დოიჩე ბანკი“ (Deutsche Bank AG), ფრანკფურტი, გერმანია

სვიფტ კოდი: DEUTDEFF

ანგარიში: 100-9477233-0000

ფინანსური მედიატორი 2:

სს „კომერცბანკი“ (Commerzbank AG)

სვიფტ კოდი: COBADEFF

ანგარიში: 400-8864068-00

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე საქართველოს რეზიდენტია, 50 ევროს გადახდა მოხდება აღნიშნული ოდენობის თანხის ეკვივალენტი მოცულობით ლარში. კალკულაცია მოხდება გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი სავალუტო კურსის საფუძველზე. გადახდა განხორციელდება შემდეგ ანგარიშზე:

GE98LB0113117903752000 (ლარის ანგარიში).

არანაზღაურებადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ, დოკუმენტების გაგზავნა მოხდება დაუყონებლივ, კურიერის საშუალებით, თუმცა პასუხისმგებლობა დანაკარგის, ან დაგვიანებული მოწოდებისთვის გათვალისწინებული არ არის. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტების გაგზავნა ელექტრონულად, ტენდერის სავარაუდო მონაწილის მიერ არანაზღაურებადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემდეგ. დოკუმენტების  ელექტრონულ და მყარ ვერსიებს შორის არსებული განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება დოკუმენტის მყარ (ბეჭდურ) ვერსიას.

თითოეული ტენდერის წარმოდგენა უნდა მოხდეს სატენდერო გარანტიასთან ერთად. სატენდერო გარანტიის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ:

ლოტი I – 2200.00 (ორიათას ორასი) ევრო

ლოტი II –900.00 (ცხრაასი) ევრო

ტენდერების წარმოდგენა ოფისში უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემულ მისამართზე, არა უგვიანეს 2016 წ. 14 ნოემბრისა 15:00 საათისა; აღნიშნულ დღეს და დროს მოხდება ტენდერების გახსნა, ტენდერის მონაწილეების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

ტენდერის სავარაუდო მონაწილეების ნუსხის ნახვა, რომლებმაც შეისყიდეს სატენდერო დოკუმენტები, შესაძლოა ქვემოთ მოცემულ მისამართზე.

ტენდერის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება, ასევე სატენდერო დოკუმენტების გადახედვა და შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

შპს „ენერგოტრანსი“

ბარათაშვილის ქ. #2

0105, თბილისი, საქართველო

დირექტორი: ბ-ნი კ. სეხნიაშვილი

ტელ.: +995 32 510391

ფაქსი: +995 32 510315

ელ. ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

პროექტები და ტენდერები