220კვ გადამცემი ხაზი „ჯვარი-ხორგა“ და 500კვ გადამცემი ხაზის „კავკასიონი“ შეჭრა

DSCF0378.JPG

,,ჯვარი-ხორგა"-ს შემაერთებელი ქსელის პროექტის აღნიშნული კომპონენტი მოიცავს 220კვ. ორჯაჭვა ელ-გადამცემი ხაზის მშენებლობას ქვესადგურიდან „ჯვარი“ ქვესადგურამდე „ხორგა“ (დაახლოებით 60კმ) და 500კვ. ორჯაჭვა გადამცემი ხაზის „კავკასიონი“ შეჭრას ქვესადგურში „ჯვარი“ (დაახლოებით 8 კმ). პროექტი ხორციელდება ინდური კომპანიის Jyoti Structures Limited მიერ. ამჟამად დასრულებულია პროექტზე მუშაობა და დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები. პროექტის (ა) და (ბ) კომპონენტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის გატანას დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის მიმართულებით და, ამავდროულად, შესაძლებელს გახდის აღმოსავლეთ საქართველოსკენ ელექტროენერგიის მიწოდების ზრდას. პროექტის კონსულტანტია გერმანული კომპანია Fitchner.

პროექტის დეტალები:

  • 220 კვ. ეგხ ,,ჯვარი-ხორგა"- ს 171 ფუნდამენტიდან დამონტაჟებულია 163, მიმდინარეობს 3 ფუნდამენტის მოწყობის პროცესი;
  • მიმდინარეობს 220 კვ. ანძის აწყობის პროცესი, აწყობილია 74 ანძა, მიმდინარეობს 1 ანძის სამონტაჟო სამუშაოები;
  • 500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტში 21 ანძის ფუნდამენტიდან მოწყობილია 20;
  • 500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტში 21 ანძიდან აწყობილია და დამონტაჟებულია 18 ანძა;
  • მიმდინარეობს სადენის მონტაჟის სამუშაოები, დასრულდა სადენის გაჭიმვის პროცესი 3,152კმ-ზე.

პროექტის ვადები:

  • 500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტი დაიწყო 2014 წლის 12 აგვისტოს;
  • 220 კვ. ეგხ ,,ჯვარი-ხორგა"-ს პროექტი დაიწყო 2014 წლის 12 აგვისტოს;
  • პროექტის დასრულება დაგეგმილია 2018 წელს.

სურათები

DSCF1389.JPGDSCF1395.JPGDSCF1398.JPGDSCF1405.JPGDSCF0098.JPGDSCF0156.JPGDSCF0173.JPGDSCF0179.JPGDSCF0626.JPG

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Kakha Sekhniashvili.jpg

კახა სეხნიაშვილი

დირექტორი
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: k.sekhniashvili@energotrans.com.ge

Jemal Akhalaia.jpg

ჯემალ ახალაია

დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: j.akhalaia@energotrans.gse.com.ge

Zaza Tsotsiashvili.jpg

ზაზა ცოციაშვილი

დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: zaza.tsotsiashvili@energotrans.com.ge

MAIA_GIKOSHVILI

მაია გიქოშვილი

დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

Irakli Manelidze.jpg

ირაკლი მანელიძე

დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: i.manelidze@energotrans.com.ge