მმართველთა საბჭო

სულხან ზუმბურიძე

1.5.2 photo of Gen. Manager.jpg

რეაბილიტაციის მმართველი / მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე

სულხან ზუმბურიძე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველის / მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა 2007 წლის დეკემბერში. ის 2006-2007 წლებში იყო ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უმსხვილეს მობილურ კომპანია - ,,მაგთიკომში“ ფინანსური ანალიტიკოსის და პროექტების მენეჯერის თანამდებობებზე. სულხანს მიღებული აქვს ბერლინის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი მარკეტინგისა და ფინანსების მიმართულებით.

გიორგი ამუზაშვილი

1-1

მმართველთა საბჭოს წევრი

გიორგი ამუზაშვილი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად და დისპეტჩერიზაციის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა 2017 წელს. გიორგი კომპანიას შემოუერთდა 2009 წელს და მუშაობდა დისპეტჩერის, უფროსი დისპეტჩერის, ტექნიკური ინსპექციის უფროსი ინჟინრის, მთავარი დისპეტჩერის მოადგილის, ქსელის ქვესადგურების განვითარების პროექტების მენეჯერის და WAM- ის პროექტის მენეჯერის თანამდებობებზე. 2003-2005 წლებში მუშაობდა შპს ,,აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციაში“, 2006-2009 წლებში - სს ,,ენერჯი ინვესტში“, ხოლო 2016-2017 წლებში - კომპანიაში შპს ,,ბიპი საქართველო“. გიორგის დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ელექტროენერგეტიკაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მამუკა პაპუაშვილი

mamuka_300x260.jpg

მმართველთა საბჭოს წევრი

მამუკა პაპუაშვილი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად და ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა 2010 წელს. მამუკა კომპანიას შემოუერთდა 2009 წელს და ხელმძღვანელობდა ,,სენაკი-ფოთის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს. 2007-2009 წლებში მუშაობდა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ენერგოდისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო 2003-2007 წლებში - ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ ტექნიკური დეპარტამენტის უფროსად. 1995-2003 წლებში მუშაობდა ინჟინრად ,,თელასში“, ,,საქენერგოგენერაციაში“ და ,,ელექტროგადაცემაში“. მამუკას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

ზურაბ ეზუგბაია

zura_300x260.jpg

მმართველთა საბჭოს წევრი

ზურაბ ეზუგბაია სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად დაინიშნა 2008 წელს. ის ხელმძღვანელობს კომპანიის კომერციულ და იურიდიულ მიმართულებებს. ზურაბი ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შემოუერთდა 2004 წელს და მუშაობდა იურიდიული მენეჯერის და იურიდიული აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობებზე. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. 2001 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2000-2001 წლებში საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მოქალაქეობის, იმიგრაციის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ზურაბს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

გიორგი შარკოვი

giorgi_300x260.jpg

მმართველთა საბჭოს წევრი

გიორგი შარკოვი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად დაინიშნა 2010 წელს. ის ხელმძღვანელობს შესყიდვებისა და ქონების მართვის მიმართულებებს. გიორგი ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შემოუერთდა 2007 წელს და მუშაობდა შესყიდვების სამსახურის უფროსის და შესყიდვების მენეჯერის თანამდებობებზე. 2005-2007 წლებში საქმიანობდა სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოში“, სპეციალისტის და ჯგუფის უფროსის თანამდებობებზე. 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სხვადახვა დეპარტამენტებში, მთავარ სპეციალისტად. გიორგის დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს მშენებელ-ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

მამუკა სხილაძე

mamuka_skhiladze_300x260.jpg

მმართველთა საბჭოს წევრი

მამუკა სხილაძე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად დაინიშნა 2011 წელს. 2010-2011 წლებში საქმიანობდა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილ კომპანია ,,ენერგოტრანსში”, ფინანსურ საკითხებში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2007-2008 წლებში მუშაობდა ,,საქართველოს ბანკში”, ბიუჯეტისა და კონტროლის განყოფილების უფროსად, 2006-2007 წლებში - ,,თეგეტა მოტორსში”, ფინანსურ დირექტორად. 2006 წელს საქმიანობდა აუდიტორულ კომპანია ,,PricewaterhouseCoopers“-ში, უფროსი აუდიტორის, ხოლო 2005 წელს - აუდიტორულ კომპანია ,,Deloitte“-ში, აუდიტორ-სუპერვაიზორის თანამდებობებზე. მამუკას მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი - ,,ბიზნესის სკოლა - ESM თბილისში“.