რას ვსაქმიანობთ

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ხოლო მის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 7 რეგიონული ფილიალი (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა-გურია-სამეგრელო, აფხაზეთი). სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. სსე-ს აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიცო ფონდი -,,საპარტნიორო ფონდი“, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

სსე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას. ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან კვალიფიციურ საწარმოებამდე (გამანაწილებელი კომპანიები და პირდაპირი მომხმარებლები).

სსე-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ელექტროენერგიის გენერაციისა და მოხმარების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფა;
  • ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება (საერთაშორისო და შიდა ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა);
  • ელექტროგადამცემი ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა.

მნიშვნელოვანი ფაქტები:

  • სსე-ს აქციათა 100%-ის მფლობელია სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - ,,საპარტნიორო ფონდი“;
  • სსე-ს მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს;
  • სსე-ს საქმიანობას არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია;
  • სსე-ს ჰყავს ორი შვილობილი კომპანია: შპს ,,ენერგოტრანსი" და ,,ქარჩალ ენერჯი“ (საქმიანობს თურქეთის ტერიტორიაზე).