ახალი ამბები

2017-09-11 

ენერგეტიკოსთა დღე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გილოცავთ ენერგეტიკოსთა დღეს!

ენერგეტიკოსთა დღესთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე რიჟვაძემ, ენერგეტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლები დააჯილდოვა.

საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭათ: ოთარ დიხამინჯიას, გოჩა გელაშვილს და ჯემალ ვალიაურს. ენერგეტიკის სამინისტროსა და დარგობრივი პროფკავშირის ერთობლივი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ: თამაზ ქარქაშაძე, ლევან გრიგორიანი, გიორგი მარკოზაშვილი, ნუგზარ მჭედლიშვილი, გოჩა ცხადაია და ტარიელ ჩინჩალაძე. პროფესიული კავშირის საპატიო სიგელი გადაეცათ: ნატრული შენგელიას და ნატო შენგელიას.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს!

2 (1).jpg2 (2).jpg2 (3).jpg2 (4).jpg2 (5).jpg2 (6).jpg2 (7).jpg

კომუნიკაცია