ახალი ამბები

2017-11-13 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ტრენინგები ჩატარდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, ამერიკული კომპანიების USAID-ის და USEA-ის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, პროგრამული უზრუნველყოფის, „ვენის ავტომატური სისტემის დაგეგმარების პროგრამის“ (WASP) შესწავლის ათდღიანი ტრენინგი მიმდინარეობდა.

აღნიშნული პროგრამა განსაზღვრული შეზღუდვების პირობებში, გენერაციის სისტემის გაფართოების ეკონომიკურად ოპტიმალური მოდელის განსასაზღვრად გამოიყენება და სსე-ს მიერ ენერგოსისტემის მუშაობის 30 წლამდე დაგეგმვისათვის, გენერაციის ობიექტების ექსპლოატაციაში შეყვანისა და საჭირო ქსელური ინფრასტრუქტურის განსასაზღვად იქნება დანერგილი. პროგრამა საშუალებას იძლევა დაიგეგმოს ქვესადგურების მშენებლობა, განისაზღვროს გენერაციის მოცულობა, წარმოების ხარჯები და საწვავის მოხმარების მოცულობა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები გადასცა. „მიხარია, რომ ჩვენს კომპანიას ეყოლება 6 კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომლებსაც ექნებათ აღნიშნულ პროგრამასთან მუშაობის უნარი“, - აღნიშნა მან.

wasp1.jpgwasp2.jpgwasp3.jpg

კომუნიკაცია