ახალი ამბები

2017-08-25 

სულხან ზუმბურიძემ სსე-ში 50-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი დააჯილდოვა

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ სსე-ს თანამშრომელს მიხეილ სამხარაძეს კომპანიაში მუშაობის 50 წლის იუბილე მიულოცა, მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისათვის და საპატიო სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

კომპანიის მმართველი პირადად შეხვდა ბატონ მიხეილს, გაესაუბრა და მოისმინა მისი შთაბეჭდილებები კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების, გატარებული წლების, გამოცდილების და ამ პერიოდის განმავლობაში გადახდენილი საინტერესო ისტორიების შესახებ.

სსე-ს სამეურნეო სამსახურის მართვის განყოფილების ოსტატი მიხეილ სამხარაძე კომპანიაში 1967 წლის 28 აგვისტოდან მუშაობს.

ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან თარიღს, დღეგრძელობას, მხნეობას და ქვეყნისა და კომპანიის სამსახურში დიდხანს ყოფნას ვუსურვებთ.

IMG_40048.jpgIMG_4024.jpgIMG_4027.jpgIMG_4034.jpg

კომუნიკაცია