ახალი ამბები

2017-12-29 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში

29 დეკემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილეები რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ს ეწვივნენ და სსე-ს რეაბილიტაციის მმართველთან, სულხან ზუმბურიძესთან, ერთად საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერეს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი პირველია კავკასიის რეგიონში, ის პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, რომელიც ხორციელდება SCADA-ს სისტემით.

სტუმრებმა ასევე მოისმინეს სსე-ს რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის პრეზენტაცია კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სსე-ს თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

1Y2A0539.jpg1Y2A0550.jpg1Y2A0405.jpg1Y2A0349.jpg1Y2A0148.jpg1Y2A0574.jpg

კომუნიკაცია