ახალი ამბები

2017-11-09 

სამუშაო შეხვედრა განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის საკითხებზე

განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, კომპანიების DIgSILENT GmbH და DMCC-Engineering Ltd კონსულტანტებისა და სსე-ის სპეციალისტების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული მდგომარეობა. DIgSILENT GmbH და DMCC-Engineering Ltd კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის ანალიზის, ქსელის წესების და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ.

შესწავლის შედეგად, შესაძლებელი გახდება, განისაზღვროს საქართველოს ენერგოსისტემის მაქსიმალური შესაძლებლობა განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელთან მისაერთებლად.

ქარისა და მზის გენერაციის ტექნოლოგიების გაიაფების ფონზე, განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია სულ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს ენერგოსისტემისათვის.

DIgSILENT-visit-1-small.jpgDIgSILENT-visit-2-small.jpg

კომუნიკაცია