ახალი ამბები

2017-12-29 

სსე-ის სათავო ოფისში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სათავო ოფისში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კომპანიის მმართველი გუნდი და თანამშრომლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, რომელმაც კომპანიაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „მიხარია, რომ 2017 წელი ძალიან ნაყოფიერად დავასრულეთ და მჯერა, რომ მომავალი წელი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და ავაშენოთ ძველისგან რადიკალურად განსხვავებული სისტემა და ამ საქმეში ჩვენი, თითოეული თანამშრომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ და თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

რეაბილიტაციის მმართველმა შეხვედრის ბოლოს თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ოთხ თანამშრომელს სამსახურებრივი სარგებლობისთვის ელექტრომობილები გადასცა.

26173566_809183412601870_5253432237551244473_o.jpg26172309_809183419268536_2740192060864574341_o.jpg26170485_809183472601864_1916061267107186236_o.jpg26063442_809183612601850_2663815991030328588_o.jpg26060049_809183415935203_3449316689373225525_o.jpg26172965_809183562601855_6922901163961900597_o.jpg

კომუნიკაცია