სს"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს კონკურსს ვაკანსიებზე:

ქვესადგურის უფროსი

1. პოზიციის დასახელება: ქვესადგურის უფროსი

2. სამუშაოს დეტალური აღწერა: ქვესადგურის ექსპლუატაციაზე კონტროლი და რემონტიდან გამოსული
შენობა-ნაგებობების და დანადგარების ექსპლუატაციაში მიღება.

3. ფუნქციები (უფლება-მოვალეობები):
3.1. უზრუნველყოფს ქვესადგურის მუშაობას ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი პარამეტრებით და ტექნიკური მახასიათებლებით;
3.2. აკონტროლებს და ტექნიკურ ხელმძღვანელობას უწევს ქვესადგურში საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოებას ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, აგრეთვე მონაწილეობს ელ. დანადგარების და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიმღებ კომისიაში;
3.3. მუდმივად აკონტროლებს ქვესადგურში ელ. დანადგარების გამართულ მუშაობას და იკვლევს მათ ტექნიკურ მდგრადობას;
3.4. შეიმუშავებს მიმდინარე, კაპიტალური რემონტების, ელ. დანადგარების ტექნიკური მომსახურების გეგმებს, წარუდგენს მათ ფონდების ინჟინერს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
3.5. აწარმოებს ტექნიკურ ზედამხედველობას ქვესადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, აკონტროლებს მათ შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოცულობის შესაბამისად და თავის შენიშვნებს აფიქსირებს კონტრაქტორის ჟურნალში, მონაწილეობს ახალი და რეაბილიტირებული მოწყობილობა-დანადგარების მიღება-გაშვების პროცედურაში;
3.6. ამოწმებს ელექტრო ენერგიის ყოველდღიურ, დეკადურ და ყოველთვიურ ბალანსებს.
3.7. უზრუნველყოფს ქვესადგურში წარმოქმნილი ყველა დარღვევის დროულ გამოვლენას და იღებს გადაწყვეტილებებს მათი აღმოფხვრის მიზნით.

4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება - ინჟინერ-ელექტრიკოსი
- უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, რეანიმაციის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ღრმა ცოდნა
- ენერგოსტრუქტურებში (ელ.მოწყობილობებზე) მუშაობის მინიმუმ 5 წლის სტაჟი
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი

5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისის ზონა, ქვესადგური „თელეთი-220“-„შინდისი-35“.

6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2018 წლის 26 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ბარათაშვილის ქ. #2.

ქვესადგურების საექსპლუატაციო ბრიგადის ინჟინერი

1. პოზიციის დასახელება: ქვესადგურების საექსპლუატაციო ბრიგადის ინჟინერი

2. ფუნქციები (უფლება-მოვალეობები):
2.1. ქვესადგურის ელ.მოწყობილობებზე ჩასატარებელი საექსპლუატაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება არსებული გეგმა გრაფიკის შესაბამისად.
2.2. ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოთა წარმოება, სათანადო პროგრამების მომზადება და საჭირო სათადარიგო მასალა-მოწყობილობების განსაზღვრა.
2.3. მონაწილეობს მოწყობილობა დანადგარების და საჭირო სათადარიგო მასალა-მოწყობილობების განსაზღვრაში, მოწყობილობა-დანადგარების დაშვება-გაწყობის პროცედურებში.
2.4. იღებს უფროსი ინჟინრისაგან საჭირო ინფორმაციას, თავისი კონპეტენციის ფარგლებში.
2.5. სამუშაოებს ასრულებს ტ.ე, უ.ტ, ს.უ, ელ. დანადგართა მოწყობილობის წესების მკაცრი დაცვით.
2.6. ახორციელებს ქსელების/რეგიონალური ქსელის საქმიანობის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება - ინჟინერ-ელექტრიკოსი
- ელექტროდანადგარების და მოწყობილობების კონსტრუქციული თავისებურებების საექსპლუატაციო და სარემონტო ინსტრუქციების ცოდნა.
- ელ.ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა.
- ექსპლუატაციის, უსაფრთხოების და სხვა წესების ცოდნა.

4. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლის ზონა, ქ. რუსთავი

5. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2018 წლის 26 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ბარათაშვილის ქ. #2.

ოსტატ-ელექტრიკოსი

1. პოზიციის დასახელება: ოსტატ-ელექტრიკოსი

2. სამუშაოს აღწერა: ქვესადგურის ელ-დანადგარების და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების შესრულება და ხელმძღვანელობა.

3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:
3.1. უზრუნველყოფს ქ/ს-ში საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას ელ.დანადგარების უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, სახანძრო და ელ.დანადგართა მოწყობის წესების დაცვას.
3.2. ახორციელებს სამუშაოებს წლიური და ყოველთვიური დამტკიცებული გეგმების საფუძველზე.
3.3. ახორციელებს ქ/ს-ის ელ.დანადგარების ტექ.მდგომარეობის მუდმივ კონტროლს და ახდენს მათ პერიოდულ დათვალიერებას.
3.4. პასუხისმგებელია სააკუმულატორო ელემენტების გამართულ მუშაობაზე.
3.5. კონტროლს უწევს ელ.დანადგარების ექსპლუატაციის, რემონტის და გაწყობის დროს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესრულებას.
3.6. ავლენს ქ/ს-ში წარმოქმნილ ყველა დარღვევას და იღებს ზომებს მათი დროულად აღმოსაფხვრელად.
3.7. ქ/ს-ის უფროსთან ერთად, შეიმუშავებს და წარადგენს ფონდების ინჟინერთან ქ/ს-ში ჩასატარებელი საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების ნუსხას.
3.8. კონტროლს უწევს ქ/ს-ის ოპერატიული სქემის, ელ.დანადგარების და მოწყობილობების ტექ. მდგომარეობას, დამცავი და ხანძარქრობის საშუალებების არსებობას და მათ მზადყოფნას.
3.9. ახდენს სამუშაო ადგილზე აღმოჩენილ დარღვევათა გარჩევა-ანალიზს ქ/ს-ის მომსახურე პერსონალთან ერთად.
3.10. პირადად ხელმძღვანელობს და მონაწილეობს ქვესადგურის პერსონალთან ერთად მიმდინარე პროფილაქტიკურ, სარემონტო და ავარიული სამუშაოების შესრულებაში.
3.11. კონტროლს უწევს და უზრუნველყოფს, როგორც საექსპლუატაციო ასევე მოვლინებული პერსონალისათვის ქვესადგურში მიმდინარე გეგმიური და ავარიული სამუშაოების შესრულების დროს, სამუშაო ადგილის მომზადებას და ბრიგადის დაშვებას, უსაფრთხოების ტექნიკის წესების სრული დაცვით.
3.12. ქვესადგურის უფროსთან ერთად მონაწილეობას იღებს პერსონალთან მუშაობის საკითხებში როგორიცაა: ინსტრუქტაჟები, ავარიის და ხანძარსაწინააღმდეგო ვარჯიშები, ტექნიკური და შრომის უსაფრთხო მეთოდების სწავლება.

4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, ინჟინერ-ელექტრიკოსი.
- ელ. მოწყობილობებზე და დანადგარებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლის სტაჟი.
- უსაფრთხოების ტექნიკის, ექსპლუატაციის, ხანძარსაწინააღმდეგო წესების ღრმა ცოდნა.
- ქვესადგურის სქემის და მოწყობილობა-დანადგარების ღრმა ცოდნა.

5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისის ზონა, ქვესადგური „ლისი-220“.

6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2018 წლის 26 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ბარათაშვილის ქ. #2.

მორიგე ოპერატორი

1. პოზიციის დასახელება: მორიგე ოპერატორი

2. სამუშაოს აღწერა: ქვესადგურის მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია, უავარიო მუშაობის უზრუნველყოფა და ელექტროდანადგარების გამართულ მუშაობაზე კონტროლი.

3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:
3.1. ოპერატიული გადართვების სწორად შესრულება, სწორი ტექნიკური ექსპლუატაციის წარმოება და უავარიო მუშაობისათვის სათანადო პირობების შექმნა. ოპერატიული გადართვის ბლანკების გამოყენება რთული ტიპიური და არატიპიური გადართვების წარმოებისა და მაბლოკირებელი მოწყობილობების უწესივრობის დროს.
3.2. აკონტროლებს მოწყობილობების ნორმალურ მუშაობას.
3.3. პერიოდულად ამოწმებს ძალოვანი ტრანსფორმატორის დატვირთვას, მუდმივი დენის, ძაბვის ნორმალურობას, სააკუმულატორო ბატარეის დროულ დამუხტვას, ჰაერ და წნევის საკონტროლო ხელსაწყოების გამართულ მუშაობას, მათ სწორ ექსპლუატაციას თანახმად ინსტრუქციისა, ზეთის დონეს და ტემპერატურას ზეთსავსე აპარატურაში და ტრანსფორმატორებში, იზოლაციის კონტროლის ხელსაწყოებს, ქვესადგურის საკუთარი მოხმარების ქსელის ნორმალურ მდგომარეობას, საჰაერო და ელეგაზურ ამომრთველებში ჰაერისა და ელეგაზის წნევების შესაბამისობას გარემო ტემპერატურასთან ცვლის ჩაბარებისას, ავარიული განათების მდგომარეობას, მზომი და საკონტროლო ხელსაწყოების მდგომარეობას.
3.4. იღებს ჩვენებებს ელ.ენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოებიდან და შეაქვს სპეციალურ ჟურნალში. აღრიცხვის წრედებში რაიმე სახის უწესივრობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის სამსახურებს.
3.5. ახორციელებს დანადგარების დათვალიერებას შესაბამის მინაერთზე მომხდარი მოკლე ჩართვის შემდეგ, ამინდის მკვეთრად შეცვლის პირობებში /ნისლი, ქარბუქი, წვიმა და ა.შ/.
3.6. იღებს ზომებს დათვალიერებისას დანადგარებზე შემჩნეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად და ქ/ს-ის უფროსს და დისპეტჩერს ატყობინებს აღნიშნულის შესახებ, მორიგეს უფლება აქვს გამორთოს დანადგარი ცენტრალურ დისპეტჩერთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავარიის დროს საშიშროება ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს ან ქვესადგურის დანადგარს.
3.7. გამანაწილებელ მოწყობილობაში ყველა გადართვას აწარმოებს დისპეტჩერის განკარგულებით.
3.8. სარელეო დაცვის ბრიგადის მიერ სამუშაოს დამთავრების შემდეგ მორიგე ვალდებულია გაეცნოს მართვის ფარის ჟურნალში ჩანაწერს ჩატარებული სამუშაოს შესახებ, ამის შემდეგ იგი აწარმოებს სამუშაოს მიღებას ბრიგადის პასუხიმგებელი ხელმძღვანელისაგან, გულდასმით ათვალიერებს სამუშაო ადგილს, ეცნობა რელეების დანაყენებს და დარწმუნდება რა ნორმალურობაში – ხელს აწერს სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ჟურნალში. მორიგეს უფლება აქვს დააყენოს ძაბვის ქვეშ შეკეთებიდან გამოყვანილი დანადგარი დისპეტჩერთან შეთანხმებით მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს პასუხისმგებელი პირის ჩანაწერი დანადგარის მდგომარეობის წიგნში იმის შესახებ, რომ დანადგარი შეკეთებიდან მიღებულია და მისი ჩართვა მუშაობაში შეიძლება.
3.9. ავარიის შემთხვევაში ქვესადგურის მორიგე მაშინვე აცნობს ავარიის შესახებ ცენტრალურ დისპეტჩერს, ქ/ს-ის უფროსს და ასრულებს მათ ყველა განკარგულებას, რომელიც ავარიის ლიკვიდაციას შეეხება და მოქმედებს ავარიული ინსტრუქციის შესაბამისად.
3.10. თუ ავარიის დროს არ არის კავშირი ცენტრალურ დისპეტჩერთან, მორიგე ავარიის ლიკვიდაციას ახდენს ავარიების ლიკვიდაციის ინსტრუქციისა და საწარმოო ინსტრუქციის შესაბამისად, და ამავე დროს ყოველგვარ ღონეს ხმარობს ცენტრალურ დიპეტჩერთან კავშირის დასამყარებლად და ამ კავშირის დამყარების შემთხვევაში მოახსენებს კავშირის უქონლობის პერიოდში ყველა ჩატარებულ ოპერაციაზე.
3.11. ავარიის ლიკვიდაციის შემდგომ აკეთებს დაწვრილებით ჩანაწერებს ოპერატიულ ჟურნალში ავარიის წარმოშობის, მიმდინარეობის, ლიკვიდაციის, დანადგარის დაზიანების, სარელეო დაცვის, ავტომატიკის, სიგნალიზაციის აპარატურის და ჰაერის წნევის მაჩვენებელი აპარატურის მოქმედების შესახებ და ამასთან მიუთითებს გადართვების ზუსტ დროს.

4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება - ელექტრიკოსი.
- ელ.დანადგარებთან (მათ შორის მაღალი ძაბვის) მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი.
- კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების უნარი და ცოდნა.

5. ზოგადი /სხვა/ მოთხოვნები:
- უნდა იცოდეს ყველა ის მოქმედი წესები და ინსტრუქციები, რაც დაკავშირებულია მისი საქმიანობის განსახორციელებლად (ექსპლუატაციის, ელექტრული სქემების, სარელეო დაცვის მოწყობილობების, სააკუმულატორო ბატარეების, სააღრიცხვო კვანძების, საკომპრესორო დანადგარების მუშობის პრინციპების, უსაფრთხოების წესების მოთხოვნები და ა.შ.).

6. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვესადგურები: „ნავთლუღი-220“, „დიდუბე-220“, „გლდანი-220“, „თელეთი-220“-„შინდისი-35“, „რუსთავი-220“, „გარდაბანი-500“, „მარნეული-500“, „ქსანი-500“.

7. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2018 წლის 26 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ბარათაშვილის ქ. #2.

მუშა

1. პოზიციის დასახელება: მუშა

2. ფუნქციები (უფლება-მოვალეობები):
2.1. ქვესადგურებში დაგეგმილ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება ქვესადგურების და სხვა ენერგეტიკული ობიექტების კეთილმოწყობა–დასუფთავება, სსე-ს ობიექტების მწვანე ნარგავებისაგან გაწმენდა, სსე-ს ობიექტებზე ტერიტორიის ქიმ. რეაქტივებით დამუშავება, დემონტირებული მოწყობილობების დალაგება.
2.2. ახორციელებს რეგიონალური ქსელის საქმიანობის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2.3. პასუხისმგებელია: დაკისრებული ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე, მასზე ნებისმიერი წერილობითი ფორმით განპირობებულ/გადაცემულ სსე–ის ქონება-ფასეულობის შენახვაზე, დაცვასა და სწორ გამოყენებაზე.

3. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- საშუალო განათლება
- ელ.მოწყობილობების და დანადგარების ტიპების ცოდნა.
- დამხმარე და სპეც. მოწყობილობებით (ინსტრუმენტებით) სარგებლობის უნარ ჩვევები.
- უსაფრთხოების ტექნიკის წესების ცოდნა.

4. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ/ს „თელეთი-220“-„შინდისი-35“, ქ/ს „გარდაბანი-500“.

5. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2018 წლის 26 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ბარათაშვილის ქ. #2.

დიასახლისი

1. პოზიციის დასახელება: დიასახლისი

2. მოთხოვნები კანდიდატისადმი:
2.1. სამუშაო კაბინეტების, ოთახების, კორიდორების, ვესტიბიულების, კიბის უჯრედების, სველი წერტილების, დალაგება, მორეცხვა, მოხეხვა და ნაგვის გამოტანა.
2.2. ფუნქციების შესრულება სსე-ის მატერიალური ქონება-ფასეულობის დაუზიანებლად.
2.3. პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.

3. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- საშუალო განათლება.

4. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისის ზონა, ქვესადგური „თელეთი-220“- „შინდისი-35“.

5. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2018 წლის 26 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ბარათაშვილის ქ. #2.