2016-01-27 

შერჩევის შედეგები

ქვემოთ მოცემული ინტერესის გამოხატვის შედეგი მოცემულია შემდეგ ბმულზე: http://www.gse.com.ge/projects/tenders/2016/transmission-grid-strengthening-project-tgsp-contract-award-notice

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე – ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტი – P147348

ქვეყანა: საქართველო
პროექტის სიდენტიფიკაციო კოდი: P147348
პროექტის სახელწოდება: ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტი
ინფორმაცია სესხის თაობაზე: IBRD 83770

ზოგადი ინფორმაცია

  
განაცხადის ტიპიმოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე
მსესხებლის სატენდერო საიდენტიფიკაციო ნომერიIDA/TGSP/CS/QCBS/02-2015
ტენდერის  აღწერა500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და დაკავშირებული 500კვ ქს „წყალტუბო“ მშენებლობის პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისა და პირველადი დიზაინისთვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
განაცხადის ენაინგლისური
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა15 თებერვალი, 2016

საკონტაქტო ინფორმაცია განცხადებასთან დაკავშირებით

ორგანიზაცია/დეპარტამენტისს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირიმაია ფიცხელაური
თანამდებობასაერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი
მისამართისაქართველოს, თბილისი 0105, ბარათაშვილის ქ.№2
ქალაქითბილისი
პროვინცია /შტატი 
საფოსტო კოდი105
ქვეყანასაქართველო
ტელეფონი+995 322 510 263
ფაქსი+995 322 510 202
ელ. ფოსტაmaya.pitskhelauri@gse.com.ge
ვებგვერდიwww.gse.com.ge

დეტალური ინფორმაცია განცხადებასთან დაკავშირებით

ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტი;

პროექტის სიდენტიფიკაციო კოდი: P147348

საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან (WB) მიიღო სესხი “ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად. სესხის ნაწილი მოხმარდება 500კვ ელექტროგადამცემი ხაზისთვის „ჯვარი-წყალტუბო“ და დაკავშირებული 500კვ წყალტუბოს ქვესადგურის მშენებლობის პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისა და პირველადი დიზაინისთვის საკონსულტაციო მომსახურების კონტრაქტით გათვალისწინებულ გადახდებს.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) ტენდერში მონაწილეობაზე უფლებამოსილ კომპანიებს იწვევს 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და დაკავშირებული 500კვ წყალტუბოს ქვესადგურის მშენებლობის პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისა და პირველადი დიზაინისთვის საკონსულტაციო მომსახურების ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შემოთავაზებული ელეგტროგადამცემი ხაზი ემსახურება სამ ძირითად მიზანს:

  • ზოგადად, საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდა; შეფერხებების, გათიშვების, საავარიო გამორთვების რაოდენობისა და მიუწოდებელი ელ.ენერგიის შემცირება;
  • დაახლ. 1150 მგვტ ელ.ენერგიის ევაკუაცია ხუდონის, ნენსკრას და მესტიის ჰიდროელექტრო სადგურებიდან, აგრეთვე, დამატებითი 850 მგვტ ელ.ენერგიის ევაკუაცია ცხენისწყლის კასკადის, ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტრო სადგურებიდან და ალპანას ჰიდროელექტრო სადგურიდან;
  • საქართველოს შიდა ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდა 1000-1200 მგვტ-ით.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისა და პირველადი დიზაინის ზოგად მიზანს წარმოადგენს შემოთავაზებული სხვადასხვა ალტერნატიული სქემის ტექნიკური, ფინანსური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება, ასევე, პირველადი დიზაინის (ტექნიკური სპეციფიკაციის) მომზადება, რომლის საფუძველზეც დამქირავებელი/განმახორციელებელი კონსულტანტი შეძლებს სატენდერო დოკუმენტაციის შედგენას საერთაშორისო ღია ტენდერისთვის, ახალი 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და ახალი 500 კვ ფრთის მშენებლობისთვის ქვესადგურში „წყალტუბო“.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა ხუთი (5) თვე, დაწყების თარიღი 2016 წლის მაისი.

სსე იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს (”კონსულტანტები”) ”მომსახურების” გაწევაზე ინტერესის გამოსახატად. დაინტერესებულმა ”კონსულტანტებმა” უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება ”მომსახურების” გასაწევად. მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • კონსულტანტის არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისტრიბუციის სექტორში და ძირითადი პერსონალის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების დაგეგმვაში, პროექტირებაში, დიზაინში, შეფასებასა და მშენებლობაში;
  • კონსულტანტს უნდა გააჩნდეს ხანგრძლივი საერთაშორისო გამოცდილება გადაცემის სისტემის პროექტებში, მათ შორის, ელექტროგადამცემი ხაზების (ეგხ) პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მომზადებაში, ეგხ-ის და ქვესადგურის დიზანის, მარშრუტის შემუშავების, ელექტროსისტემის ანალიზის, ხარჯების შეფასების, ფინანსური ანალიზისა და გადაწყვეტილებების შეფასების ჩათვლით; ბოლო 5 წლის განმავლობაში (ე.ი. 2010 წლის იანვრის შემდეგ) მსგავსი საკონსულტაციო კონტრაქტების შესრულების გამოცდილება. შეფასება განხორციელდება შესაბამისი საკონსულტაციო კონტრაქტების ღირებულებისა და რაოდენობის კომბინაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიობანკისსესხისამღებისმიერკონსულტანტებისშერჩევადადაქირავება [რეკონსტრუქციისადაგანვითარებისსაერთაშორისობანკის (IBRD) სესხისდაგანვითარებისსაერთაშორისოასოციაციის (IDA) კრედიტებისადაგრანტებისფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”, 2014 წლის ივლისის შესწორებული გამოცემა) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთაინდნენ სხვა ფირმებთან (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს.

დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას №1 ფორმის სახით, რომელიც ატვირთულია სსე-ს ვებ–გვერდზე და თან ერთვის ინტერესის გამოხატვაზე აღნიშნულ მოწევას. Form N1

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა სასურველია არ აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ”კონსულტანტის კვალიფიკაციისა და ფასის”(QCBS) მეთოდის საფუძველზე, რომელიც მოცემულია მსოფლიობანკისმსესხებლებისთვისგაცემული IBRD-ისსესხებითადა IDA-სკრედიტებისადაგრანტებისფარგლებშიკონსულტატებისშერჩევისდადაქირავების (იანვარი 2011 წელი, შესწორებისთარიღი 2014 წლისივლისი) შესახებმსოფლიობანკისსახელმძღვანელოინსტრუქციების II ნაწილში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ მისამართზე, სამუშაო საათებში – 10:00-დან 18:00 სთ-მდე, სსე-ს საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტში, ტელეფონის ნომერზე: +995 322 510 263, საკონტაქტო პირი: ქ-ნი მაია ფიცხელაური, საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი, ელ.ფოსტა: maya.pitskhelauri@gse.com.ge; maka.gelashvili@gse.com.ge.

ინტერესთა გამოხატვის შესახებ წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე (პირადად, ფოსტით, ფაქსით, ან ელ-ფოსტით, არა უგვიანეს ინტერესის გამოხატვის დოკუმენტის მიღების ბოლო ვადისა) 2016 წლის 15 თებერვლის 17:00 სთ–მდე.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

ქ–ნ მაია ფიცხელაურს, საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსს

საქართველო, თბილისი 0105, ბარათაშვილის ქუჩა No.2

ტელ: .: +995 322 510 263 (264)

ფაქსი:+995 32 2 510 101;

ელ.ფოსტა: maya.pitskhelauri@gse.com.ge;

maka.gelashvili@gse.com.ge.

პროექტები და ტენდერები