სისტემის გაშვება ნულიდან

გადამცემი ქსელის ნაწილობრივი ან სრული ჩაქრობის დროს, აღდგენისთვის, აუცილებელია ისეთი სადგურების არსებობა (სისტემის ნულიდან გაშვების უზრუნველმყოფი ელექტროსადგურები), რომელთაც შესწევთ უნარი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი მითითებების მიღებიდან არაუმეტეს 1 საათის ვადაში (გარედან ელექტროენერგიის მიღების გარეშე) განახორციელონ ელექტროსადგურის ნულიდან გაშვება და ავტონომიურად მომხმარებლის დატვირთვა.

დღევანდელი მდგომარეობით, სისტემის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფა გსო-შეუძლია შემდეგი ელექტროსადგურების მეშვეობით:

1. ხრამი-1 (სს „ხრამჰესი-1“);

2. ჟინვალჰესი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“);

3. ვარციხეჰესი (შპს „ვარციხე-2005“);

4. ენგურჰესი (შპს „ენგურჰესი“);

5. ლაჯანურჰესი (სს „ენერგო-პრო გენერაცია“);

6. გუმათჰესი (სს „ენერგო-პრო გენერაცია“);

7. აწჰესი (სს „ენერგო-პრო გენერაცია“);

8. დარიალი ჰესი (სს „დარიალი ენერჯი“);

9. შუახევი ჰესი (შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“).