"საქართველოს სახელმწიფო ელქტროსისტემამ" ახალი 220-110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემიი ხაზის მშენებლობა დაიწყო. გადამცემი ხაზის საშუალებით განხორციელდება ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონის ელექტროენერგიით მომარაგება.
გადამცემი ხაზის მშენებლობას აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საქენერგორემონტი", რომელიც სამუშაოებს 2010 წლის სექტემბრში დაასრულებს.
გადამცემი ხაზი ქვესადგურ "მენჯი 220"-ს დააკავშირებს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაშენებელ ახალ ქვესადგურთან, რომელიც წელსვე აშენდება.
ხაზის საერთო სიგრძე 35 კმ-ა და დამონტაჟდება 114 ანძა. ხაზი შედგება ორი 110 კვ და 220 კვ უბნისაგან. ხაზის 110 კვ–იანი (23 კმ) უბანი ორჯაჭვიანია, ხოლო 220 კვ–ანი (12 კმ)ერთჯაჭვიანი.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 8 მლნ. ლარს.
PLEASE UPDATE YOUR BROWSER AND VISIT US AGAIN
თქვენ ხმარობთ მოძველებულ ბრაუზერს, გთხოვთ განაახლოთ და გვეწვიოთ ხელახლა