110 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "ბაში 1” და "ბაში 2” სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. 3-4 წლის მანძილზე მდინარე "რიონი” რეცხავდა "ბაში 1-2”-ის 69-ე ანკერულ ანძის ფუნდამენტებს. ფუნდამენტში წყლის შესვლამ გამოიწვია მდინარის კალაპოტსა და ანძას შორის მანძილის 15 მეტრით შემცირება. მდგომარეობა კატასტროფული და საკმაოდ საშიში იყო, რადგან თითქმის მთლიანად გამოირეცხა ერთი ფუნდამენტი და წყალდიდობების გამო შეიქმნა ანძის წაქცევის საშიშროება. ანძის წაქცევის შემთხვევაში სისტემა დაკარგავდა გენერაციასთან კავშირს, რაც შეამცირებდა ჰესების მიერ გამომუშავებული იაფი ელ.ენერგიის სისტემაში შემოდინების შესაძლებლობას .
მიმდინარე წლის ივნისის თვეში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სსე) პირველად თავის ისტორიაში გადაიტანა ორჯაჭვიანი ანძა და დააცილა რიონის ნაპირს 70 მეტრით. სამუშაოები შესრულდა სსე-ის საპროექტო გადაწყვეტილებით, სსე-ს საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის გამოყენებით, იმერეთის რეგიონის თანამშრომლების ძალებით და კომპანიის შიდა რესურსებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. სამუშაოები მიმდინარეობდა 10 დღის განმავლობაში. "ბაში 1-2”-ის 69-ე ანკერული ანძის გადატანა და მისი მდგრადობა მნიშვნელოვანი პროექტია სისტემისთვის.



PLEASE UPDATE YOUR BROWSER AND VISIT US AGAIN
თქვენ ხმარობთ მოძველებულ ბრაუზერს, გთხოვთ განაახლოთ და გვეწვიოთ ხელახლა