ელექტროგადამცემ ხაზზე „ველი-2“ ახალი, სარელეო დაცვის ციფრული მოწყობილობები დამონტაჟდა. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული მოწყობილობის მაკომპლექტებელი ნაწილები შუამავლის გარეშე, უშუალოდ მწარმოებლებისგან იქნა შეძენილი, ხოლო აწყობა და გაშვება სსე-ის ძალებით განხორციელდა.
„წელს პირველად, ჩვენი კომპანიის რესურსებით, ჩვენივე თანამშრომლებმა დაამონტაჟეს სარელეო დაცვის ციფრული მოწყობილობა. მსგავსი სახის სამუშაოებს საქართველოში მხოლოდ უცხოელი სპეციალისტები ახორციელებენ, ჩვენმა პროფესიონალებმა კი ამ სამუშაოს არაჩვეულებრივად გაართვეს თავი, რითაც თითქმის ორჯერ დაიზოგა კომპანიის დანახარჯები. საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნა ჩატარებული: სარელეო ციფრული დაცვების პროექტირება და მართვის სისტემაში ინტეგრირება, კარადის აწყობა და ექსპლუატაციაში გაშვება“, განაცხადა სსე-ის რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.
თანამედროვე სარელეო დაცვის ციფრული მოწყობილობები მნიშვნელოვნად გაზრდის ხაზის იმედიანობას და მინიმუმამდე შეამცირებს სისტემაში ავარიულ სიტუაციებს.
PLEASE UPDATE YOUR BROWSER AND VISIT US AGAIN
თქვენ ხმარობთ მოძველებულ ბრაუზერს, გთხოვთ განაახლოთ და გვეწვიოთ ხელახლა