22 ივლისს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-სა (სსე) – და კომპანია “Siemens-Austria”-ს შორის “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის” “ბ” პაკეტის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი, სსე-ის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, KFW-სა და SIEMENS -ის, ასევე ავსტრიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის “ბ” პაკეტი გულისხმობს ახალი, 500-400-220 კვ. ქვესადგურის მშენებლობას ახალციხეში, ქვესადგურ “ზესტაფონი 500”-ის გაფართოებას და მოდერნიზაციის სამუშაოების განხორცილებას ქვესადგურში “გარდაბანი 500”.
გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა სამი კომპანია: “ABB-Sweden”, “AREVA-Germany”, “Siemens-Austria”, მათ შორის უმცირესი შეფასების ღირებულების კომპანია იყო “Siemens-Austria”.
სამუშაოების განხორციელება სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება, სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება 2012 წლის იანვარშია ნავარაუდევი, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის იანვარში დასრულდება. I ეტაპი გულისხმობს სამუშაოების განხორციელებას ქვესადგურში “ზესტაფონი 500” და ქვესადგურ “ახალციხის” 500 და 400 კვ-ის იმ ნაწილზე, რომელიც ერთი 350 მვ-იანი მუდმივი დენის ჩანართის მუშაობას უზრუნველყოფს. II ეტაპზე პროექტი მთლიანად დასრულდება.
რაც შეეხება ამ პროექტის “ა” პაკეტს, ამ პაკეტის მიხედვით უნდა განხორციელდეს ზესტაფონი-ახალციხის და 500კვ. გადამცემი ხაზის – “ზეკარი”, გარდაბანი-ახალციხის დამაკავშირებელი 500კვ. გადამცემი ხაზის – “ვარძია” და 400 კვ. გადამცემი ხაზის - “მესხეთი” მშენებლობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ამ პროექტისათვის გამოცხადებიულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ: DALEKOVOD, KALPATARU, SA-RA, KEC , მათ შორის უმცირესი შეფასებული ღირებულების წარმომდგენი იყო ინდური კომპანია KEC International"-ი, რომელთანაც ა/წ 5 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება.
ამ პაკეტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება აგვისტოში დაიწყება. I ეტაპი, რომელიც გულისხმობს 500 კვ. ეგხ “ზეკარი”-ს და 400 კვ ეგხ “მესხეთის” მშენებლობას, 2012 წლის იანვარში დასრულდება, ხოლო მთლიანად პროექტი 2013 წლის ივნისში დასრულდება.
“შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი” ფინანსდება შემდეგი დონორი ორგანიზაციების მიერ: “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”, “ევროპის საინვესტიციო ბანკი”, KFW, “ევროგაერთიანების სამეზობლო ფონდი”.
საერთო ჯამში გამოყოფილი თანხის რაოდენობა 265 მილიონ ევროს შეადგენს.
PLEASE UPDATE YOUR BROWSER AND VISIT US AGAIN
თქვენ ხმარობთ მოძველებულ ბრაუზერს, გთხოვთ განაახლოთ და გვეწვიოთ ხელახლა