26 ივლისს, დაახლოებით 14 საათზე გამოირთო მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი". გამორთვის მიზეზი გარდამავალი მოკლე ჩართვა გახდა, რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს მომხმარებლებს, მათ შორის თბილისს, ნახევარი საათის განმავლობაში შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
ამ დროისთვის "იმერეთი" ჩართულია, ხოლო "საქრუსენერგოს" შესაბამისი სამსახურები გასული არიან ხაზის შესამოწმებლად. დაზიანების საბაბი ძლიერი სიცხე გახდა.
ამ დროისათვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება საქართველოს მომხმარებელს.
PLEASE UPDATE YOUR BROWSER AND VISIT US AGAIN
თქვენ ხმარობთ მოძველებულ ბრაუზერს, გთხოვთ განაახლოთ და გვეწვიოთ ხელახლა