2017-08-17 

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე

ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტი

პროექტის საიდენტიფიკაციო კოდი: P147348

სესხის №8377 GE

დავალების სახელწოდება: ჯვარი-წყალტუბოს 500კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და მასთან დაკავშირებული ქვესადგურის მშენებლობის ზედამხედველობა და მართვა. №IDA/TGSP/CS/CQS/04-2017

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან (WB) მიიღო სესხი „ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად. სესხის ნაწილი მოხმარდება საკონსულტაციო მომსახურებას.

საკონსულტაციო მომსახურეობა (შემდგომში „მომსახურება“) მოიცავს ჯვარი-წყალტუბოს 500კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და მასთან დაკავშირებული ქვესადგურის მშენებლობის ზედამხედველობასა და მართვას.

შემოთავაზებული ელექტროგადამცემი ხაზი ემსახურება შემდეგ სამ ძირითად მიზანს:

- საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდა; შეფერხების, გათიშვების, საავარიო გამორთვების რაოდენობისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის შემცირება;

- დაახლოებით 1150 მგვტ ელექტროენერგიის ევაკუაცია ხუდონის, ნენსკრას და მესტიის ჰიდროელექტროსადგურებიდან, აგრეთვე დამატებითი 850 მგვტ ელექტროენერგიის ევაკუაცია ცხენისწყლის, ნამახვანის და ალპანას კასკადების ჰიდროელექტროსადგურებიდან;

- საქართველოს შიდა ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდა 1000-1200 მგვტ-ით.

საკონსულტაციო დავალების მიზანია საინჟინრო და საპროექტო მომსახურების უზრუნველყოფა პროექტის დროული განხორციელების მიზნით. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს:

პროექტის მართვა და სამუშაოების/ექსპლუატაციის ზედამხედველობა, რაც, მათ შორის, მოიცავს კონტრაქტორების მიერ მოწოდებული დეტალური საინჟინრო დიზაინის განხილვასა და დამტკიცებას, მშენებლობის, ტესტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების ზედამხედველობას, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მსოფლიო ბანკისა და ეროვნულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს, საჭირო პროგრეს ანგარიშების მომზადებასა და დამკვეთის პროექტის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. კონსულტანტი ასევე პასუხისმგებელი იქნება პროექტის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, დამკვეთისათვის გადახდის სერტიფიკატების გაცემაზე და ა.შ.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა ორმოცდახუთი (45) თვე (რომელიც მოიცავს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდს - 12 თვე).

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (შემდგომში „დამკვეთი“) იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს (შემდგომში „კონსულტანტი“) მომსახურების უზრუნველყოფისათვის ინტერესის გამოსახატავად. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ საკვალიფიკაციო ინფორმაცია მომსახურების გაწევისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების დადასტურების მიზნით. შერჩევის კრიტერიუმებია:

• არანაკლებ 15-წლიანი ზოგადი გამოცდილება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისტრიბუციის სექტორში, მათ შორის, ზემაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების პროექტირებაში. შეფასებისას ზოგად გამოცდილებას მიენიჭება 40%-იანი წილი საერთო 100%-იანი შკალიდან.

• კონკრეტული გამოცდილება პროექტის მართვასა და ზედამხედველობაში ზემაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და 220 კვ ან მეტი სიმძლავრის ქვესადგურების პროექტირებაში, რომელიც დასრულებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ე.ი 2012 წლის იანვრის შემდეგ) სასურველია აღმოსავლეთ ევროპასა და/ან კავკასიის რეგიონში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება კონსულტანტს უპირატესობად ჩაეთვლება. მსგავსი გამოცდილების შეფასებისას შესაბამისი პროექტების ღირებულებებიც ასევე იქნება გათვალიწინებული. შეფასებისას კონკრეტულ გამოცდილებას მიენიჭება 60%-იანი წილი საერთო 100%-იანი შკალიდან.

კონკრეტული გამოცდილების ქულა გამოითვლება შესაბამისი საკონსულტაციო კონტრაქტების ღირებულებისა და რაოდენობის კომბინაციის გზით (40/60). საბოლოო რეიტინგი დაითვლება ზოგადი და კონკრეტული გამოცდილებების ქულების დაჯამებით.

შენიშვნა: კლიენტი/სსე უფლებას იტოვებს, გადაამოწმოს წარმოდგენილი მონაცემები და შესაბამისი მონაცემები გაითვალისწინოს შეფასებისას.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების - „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში” (2011 წლის იანვრის გამოცემა, „კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები“, 2014 წლის ივლისის შესწორებული გამოცემა) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ სხვა ფირმებთან (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ქვეკონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოცირების ტიპი. ქვეკონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის გამოცდილების შეფასებისას).

დავალების შესაბამისი პროექტის განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას ფორმა №1-ის სახით, რომელიც ატვირთულია სსე-ს ვებ-გვერდზე: http://www.gse.com.ge/sw/static/file/Form-1.pdf

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციასა და ფასზე დაფუძნებული (QCBS) შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რომელიც მოცემულია მსოფლიო ბანკის მსესხებლებისთვის გაცემული IBRD-ის სესხებითა და IDA-ს კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში კონსულტანტების ერჩევის და დაქირავების შესახებ მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო ინსტრუქციების II ნაწილში (იანვარი 2011 წელი, შესწორების თარიღი 2014 წლის ივლისი).

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ მისამართზე, სამუშაო საათებში – 10:00-დან 17:00 სთ-მდე, სსე-ს საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტში, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 322 510 263, საკონტაქტო პირი: ქ-ნი მარიამ შალამბერიძე, საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი, ელ.ფოსტა: mariam.shalamberidze@gse.com.ge

ინტერესთა გამოხატვის შესახებ წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე (პირადად, ფოსტით, ფაქსით, ან ელ-ფოსტით, არაუგვიანეს ინტერესის გამოხატვის დოკუმენტის მიღების ბოლო ვადისა) 2017 წლის 11 სექტემბრისა 17:00 სთ–მდე (ადგილობრივი დროით).

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

ქ–ნ მარიამ შალამბერიძე, საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსს

საქართველო, თბილისი 0105, ბარათაშვილის ქუჩა №2

ტელ: .: +995 322 510 263

ელ.ფოსტა:mariam.shalamberidze@gse.com.ge

პროექტები