2017-03-28 

შერჩევის შედეგები

ქვემოთ მოცემული ინტერესის გამოხატვის შედეგი მოცემულია შემდეგ ბმულზე: http://www.gse.com.ge/projects/tenders/transmission-grid-strengthening-project-tgsp/

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე (საკონსულტაციო მომსახურება - ფირმების შერჩევა)

ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტი

პროექტის საიდენტიფიკაციო კოდი: P147348

სესხის №8377 GE

მოწვევის სახელი: ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ გადამცემი ხაზის და ასოცირებული ქვესადგურების ზოგადი პროექტირება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების ხელშეწყობა. №IDA/TGSP/CS/CQS/03-2017

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან (WB) მიიღო სესხი “ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად. სესხის ნაწილი მოხმარდება შემდეგ მომსახურებას:

დავალება (ა) - ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ გადამცემი ხაზის და ასოცირებული ქვესადგურების ზოგადი პროექტირება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების ხელშეწყობა. №IDA/TGSP/CS/CQS/03-2017.

ამასთან დამატებით, საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მოითხოვა დაფინანსება გადაცემის სექტორის გაძლიერების და ფინანსური აღდგენის პროექტისათვის საჭირო სახსრები. აღნიშული პროექტით, მათ შორის, დაფინანსდება შემდეგი ქმედებები:

დავალება (ბ) – ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ გადამცემი ხაზისა და მასთან დაკავშირებული ქვესადგურების მშენებლობა.

დავალება (გ) – ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ გადამცემი ხაზისა და მასთან დაკავშირებული ქვესადგურების ზედამხედველობა და მართვა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს („კონსულტანტებს“) ინტერესის გამოხატვის შესახებ წინადადების წარსადგენად, 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და დაკავშირებული ქვესადგურის მშენებლობის მშენებლობისთვის ზოგადი პროექტირების, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების და შესყიდვების ხელშეწყობის მიზნით.

კონსულტანტებმა, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ დავალება (ა)-ზე, რეკომენდირებულია ინტერესი გამოხატონ დავალება (გ)-ზე რომლის მოწვევა ნავარაუდევია 2017 წლის ივლისში. შერჩევა ჩატარდება მსოფლიო ბანკის რეგულაციებიდან გამომდინარე.

ზემოთხსენებული ელექტროგადამცემი ხაზი ( დაახლოებით - 70 კმ) ემსახურება შემდეგ სამ ძირითად მიზანს:

– საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდა; შეფერხებების, გათიშვების, საავარიო გამორთვების რაოდენობისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის შემცირება;

– დაახლოებით 1,150 მგვტ ელექტროენერგიის ევაკუაცია ხუდონის, ნენსკრას და მესტიის ჰიდროელექტროსადგურებიდან, აგრეთვე დამატებითი 850 მგვტ ელექტროენერგიის ევაკუაცია ცხენისწყლისა და ნამახვანის კასკადების ჰიდროელექტროსადგურებიდან და ალპანას ჰიდროელექტროსადგურიდან;

– საქართველოს შიდა ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდა 1,000-1,200 მგვტ-ით.

საკონსულტაციო დავალების მიზანი გახლავთ საინჟინრო და საპროექტო მომსახურების გაწევა პროექტის განმახორციელებელი სააგენტოსთვის, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ა) არსებული პროექტის კონცეფციის დიზაინის, ხარჯთაღრიცხვისა და გრაფიკის მიმოხილვა;

ბ) ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მომზადება;

გ) მსოფლიო ბანკის სტანდარტებით სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. დიზაინი, მოწოდება და ინსტალაცია. სატენდერო წინადადების შეფასების მომზადება.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა შვიდი (7) თვე, დაწყების თარიღი - დაახლოებით 2017 წლის ივნისი.

სსე იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს („კონსულტანტები“) „მომსახურების“ გაწევაზე ინტერესის გამოსახატად. დაინტერესებულმა ”კონსულტანტებმა” უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება ”მომსახურების” გასაწევად. მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

• კონსულტანტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისტრიბუციის სექტორში, მათ შორის, ზე-მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების პროექტებისთვის .

• ბოლო 5 წლის განმავლობაში (ე.ი. 2011 წლის იანვრის შემდეგ) აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოს რეგიონებში მსგავსი საკონსულტაციო კონტრაქტების შესრულების გამოცდილება. (ზოგადი პროექტირება ზე-მაღალი ძაბვისა და გამანაწილებელი დიზაინის).

შეფასება განხორციელდება შესაბამისი საკონსულტაციო კონტრაქტების ღირებულებისა და რაოდენობის კომბინაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”, 2014 წლის ივლისის შესწორებული გამოცემა) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს, კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ გაერთაინდნენ სხვა ფირმებთან (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს.

დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას ფორმა №1-ის სახით, რომელიც ატვირთულია სსე-ს ვებ–გვერდზე და თან ერთვის ინტერესის გამოხატვაზე აღნიშნულ მოწევას. http://www.gse.com.ge/sw/static/file/Form-1.pdf

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება „კონსულტანტის კვალიფიკაციაზე” დაყრდნობით (CQS მეთოდი), რომელიც მოცემულია მსოფლიო ბანკის მსესხებლებისთვის გაცემული IBRD-ის სესხებითა და IDA-ს კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში კონსულტანტების ერჩევის და დაქირავების (იანვარი 2011 წელი, შესწორების თარიღი 2014 წლის ივლისი) შესახებ მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო ინსტრუქციების II ნაწილში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ მისამართზე, სამუშაო საათებში – 10:00-დან 18:00 სთ-მდე, სსე-ს საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტში, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 322 510 264, საკონტაქტო პირი: ბ-ნი ავთანდილ ცხვიტავა, საერთაშორისო პროექტების შესყიდვების კოორდინატორი, ელ.ფოსტა: maya.pitskhelauri@gse.com.ge

avtandil.tskhvitava@gse.com.ge

ინტერესთა გამოხატვის შესახებ წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე (პირადად, ფოსტით, ფაქსით, ან ელ-ფოსტით, არა უგვიანეს ინტერესის გამოხატვის დოკუმენტის მიღების ბოლო ვადისა) 2017 წლის 21 აპრილისა 17:00 სთ–მდე.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

ქ–ნ მაია ფიცხელაურს, საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსს

საქართველო, თბილისი 0105, ბარათაშვილის ქუჩა №2

ტელ: .: +995 322 510 263

ფაქსი:+995 32 2 510 101

ელ.ფოსტა: maya.pitskhelauri@gse.com.ge

პროექტები