ახალი ამბები

2013-12-16 

USAID-ის პროგრამის ფარგლებში, გადამცემ ხაზებზე „სენაკი 1,2“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

2013 წლის 18 დეკემბერს, 9:00 – საათიდან 17:00-საათამდე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ( USAID) და საქართველოს შორის 2010 წლის თებერვალში გაფორმებული ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების ფარგლებში, 220 კვ გადამცემ ხაზებზე „სენაკი 1,2“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც  მარტვილსა და მის მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდებათ.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება  ჩვეულ  რეჟიმში აღუდგებათ.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. 220 კვ. ხაზების „სენაკი 1,2“ რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გაზრდის გამტარუნარიანობას 220 კვ გადამცემ ქსელში.

senaki-300x225.jpg

კომუნიკაცია