ახალი ამბები

2016-12-23 

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში მორიგი სასისტემო-ავარიული ვარჯიში ჩატარდა

დღეს, 2016 წლის 23 დეკემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც სსე-ის მორიგე-ოპერატიული პერსონალისა და დისპეტჩერების გარდა, სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს, სს “ხრამჰესი-1“-ის და „ხრამჰესი-2“-ის პერსონალი მონაწილეობდა.

სწავლების პროცესში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, იმიტირებული სასისტემო ავარია წარმატებით აღმოფხვრეს. ეს პრაქტიკული მეცადინეობები ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება და მისი ჩატარების მიზანს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისა და საიმედოობის გაზრდა წარმოადგენს.

Another System-Emergency Training -300x168.jpgAnother System-Emergency Training -3-300x168.jpgAnother System-Emergency Training -2-300x200.jpg

კომუნიკაცია