ახალი ამბები

2014-03-26 

სსე-ში ე.გ.ხ „ლიახვი-2“-ის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში აქტიურად მიმდინარეობს 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის  „ლიახვი-ურბნისის“  ორჯაჭვა მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

ხაზი აფეთქებების გამო რამდენიმე ადგილას დაზიანდა. რეჟიმის შესუსტების თავიდან აცილების მიზნით, ამ ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ე.გ.ხ-ების ხანგრძლივი დროით  გამორთვა.

500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ვარძია-ზეკარი“-ს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს საშუალება მიეცა აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწარმოებინა.

კომუნიკაცია