2013-05-23
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ აჭარის რეგიონის ენერგოუსაფრთხოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა
ბათუმის ქვესადგურში წარმატებით დასრულდა რებილიტაციის პროექტი და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კიდევ ერთი, სრულად რეაბილიტირებული ქვესადგური შეემატა.
წარმატებით დასრულდა ავტოტრანსფორმატორებზე ელექტრომოწყობილობების გამოცვლის სამუშაოები და შედეგად, ზაფხულის პერიოდში, როდესაც ძაბვა ყველაზე მეტად მერყეობს, ქსელში ავტომატურად დარეგულირდება ძაბვა და ელექტროენერგიის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება. რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აჭარის რეგიონის ენერგომომარაგების ხარისხს.
ასევე დასრულებულია 220/110/35კილოვოლტის უჯრედების მართვისა და დაცვის მეორადი მოწყობილობების მონტაჟი და გაშვება. საქართველოს ენერგოსისტემას კიდევ ერთი რეაბილიტირებული ქვესადგური შეემატა, რომლის მართვაც ეროვნული სადისპეტჩეროდან არის შესაძლებელი