2016-12-15
იმერეთის და აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონულ ქსელებში წლის შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, იმერეთისა და აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონულ ქსელებში წლის შემაჯამებელ შეხვედრებს დაესწრო. შეხვედრებზე პრეზენტაციები იმერეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა თენგიზ დადიანმა და აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალური ქსელის მენეჯერმა ავთანდილ მოსიძემ გააკეთეს. კომპანიის მენეჯმენტი 2016 წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და რეგიონის თანამშრომლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, რეგიონის თანამშრომლებს მიმდინარე წლის განმავლობაში, კომპანიაში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში, მენეჯმენტმა მოინახულა ქვესადგურები „ჯვარი 500“, “ქუთაისი 220″, „მენჯი 220“ და ელექტროგადამცემ ხაზზე „აჯამეთი“ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
