ახალი ამბები

2014-04-15 

კახეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში  აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2013 წელს ქვესადგურში „თელავი-220“ დამონტაჟდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადისპეტჩერო და კონტროლის სისტემა, რომელიც ამომრთველების ჩართვა-გამორთვაზე გვაწვდის ინფორმაციას.

2014 წელს მოხდება ამ სისტემის გაფართოვება.

110-კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე აქტიურად ხორციელდება  ციფრული დაცვის რელეების შეცვლის სამუშაოები. სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. კახეთში აქტიურად მიმდინარეობს გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობაც.

ქვესადგურებში ხორციელდება დემონტირებული ამომრთველებით და გამთიშველებით ქსელის მდგრადობის ამაღლება. გამთიშველებზე ძველი ამძრავები იცვლება ახალი ამძრავებით. მოკლე ჩამრთველების ადგილას ყველგან  მონტაჟდება ამომრთველები, რაც კონკრეტული პრობლემის დროს იძლევა  ავარიული  უბნის ლოკალურად მოცილების და მთლიანი ქსელის უცვლელად შენარჩუნების საშუალებას.

კომუნიკაცია