2014-03-27
რეაბილიტაციის პროექტი უწყვეტად მიმდინარეობს
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში რეაბილიტაციის პროექტი უწყვეტად მიმდინარეობს. წარმატებით დასრულდა პირველადი კომუტაციის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები ქვესადგურებში: „გლდანი–220“ და „რუსთავი–220“. ორივე ქვესადგური აღიჭურვა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით.
ქვესადგურში „გარდაბანი–500“-ში მიმდინარეობს ახალი, 500 კვ-იანი უჯრედის სამონტაჟო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
ამერიკულ კომპანია „SEL”-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ 10 ქვესადგურში დაიწყო მეორადი კომუტაციის მოწყობილობების სრული რეაბილიტაციის პროცესი.
წინასწარ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, პირველი ეტაპი მოიცავს – გლდანის და ქუთაისის ქვესადგურებს, 2014 წლის მეორე ნახევარში აღნიშნული პროექტი განხორციელდება კიდევ სამ ქვესადგურში: „მენჯი-220“, „რუსთავი-220“ და „მარნეული-220“.
პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პროექტებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ხორციელდება.