ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლა ქ/ს-ში „მენჯი-220“
პროექტის ეს კომპონენტი ითვალისწინებდა დასავლეთ საქართველოს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ქ/ს-ში „მენჯი-220“ განხორციელდა არსებული 63 მვა ავტოტრანსფორმატორის შეცვლა ახალი, 125 მვა ავტოტრანსფორმატორით, რის შედეგადაც გაძლიერდა რეგიონული ქსელი, გაიზარდა ქ/ს „მენჯი-220“-ის დადგმული სიმძლავრე და გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. პროექტი განახორციელა თურქულმა კომპანია Balikesir Elektromekanik Sanayi Tesisleri A.S -ისა და BEST Elektrik Taahüt ve Ticaret A.S.-ის კონსორციუმმა (BEST/BETAS).
პროექტის დეტალები:
- ძველი, 63 მვა ავტოტრანსფორმატორი შეიცვალა ახალი 125 მვა ავტოტრანსფორმატორით;
- მოეწყო ახალი ფუნდამენტი და ზეთმიმღები ორმო;
- განხორციელდა არსებული მართვის და დაცვის სისტემის ინტეგრაცია ახალ ავტოტრანსფორმატორთან;
- დაინერგა ახალი ტექნოლოგიის ძაბვის რეგულატორი დისტანციური მართვის ფუნქციის შესაძლებლობით.
პროექტის ვადები:
- პროექტი დაიწყო 2014 წლის 31 ოქტომბერს;
- პროექტის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 13 ივნისს;
- პროექტის საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2016 წლის 31 ოქტომბერს.
პროექტის ღირებულება:
- 1.5 მილიონი აშშ დოლარი და 119.600 ლარი
სურათები
დაკავშირებული დოკუმენტები
- საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საწყისი ანგარიშის პროექტი
- Initial Environmental Examination (IEE) ENG.pdf
- მენჯი 220 კოორდინატები