2013-11-14
საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” საერთაშორისო გამოფენა Elcomm Caucasus 2013″ გაიხსნა
დღეს, 12 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” ენერგეტიკის, ელექტრო–ტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების პირველი საერთაშორისო გამოფენა Elcomm Caucasus 2013” გაიხსნა.
გამოფენაში საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია, ენერგეტიკული და ენერგოსექტორში მომუშავე დეველოპერი კომპანიები მონაწილეობენ.
გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბატონი კახა კალაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე – ბატონი სულხან ზუმბურიძე და სხვა ოფიციალური პირები.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია ენერგეტიკის ინდუსტრია, აპარატურა ელექტრონული ხაზებისთვის, მართვის ავტომატური სისტემები, მოწყობილობათა კონტროლის სისტემები და ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგია.
გამოფენა 14 ნოემბერს დაიხურება.