ახალი ამბები

2013-11-11 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“–ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადებზე ადრე განხორციელდება

LIM_7160_новый-размер-300x199.jpg

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“–ში შემუშავდა 2014-2015 წლების ბიუჯეტი. ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განისაზღვრა და ჩამოყალიბდა ორი წლის განმავლობაში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო პროექტების სრული გეგმა-გრაფიკები. 2014-2015 წლებში ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე განისაზღვრა ის სამუშაოები, რომელიც 2013 წლის ბოლომდე დასრულდება. ძირითადად, ეს ეხება ფუნდამენტების დამზადების, ადგილზე გადაზიდვის და დამონტაჟების სამუშაოებს. 2014 წელს დასამონტაჟებელი 1 000 ერთეული ფუნდამენტიდან, 30%-ის დამონტაჟება 2013 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
შემუშავებული პოლიტიკა, კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადაზე ადრე განხორციელების საშუალებას აძლევს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებული ორი წლის გეგმის მიხედვით, დაგეგმილი 110/220 კვ-ის ელექტრომოწყობილობების მონტაჟი, 2014 წლის ბოლომდე, ხოლო დაცვა-მართვის სისტემების მონტაჟი 2014-2015 წლებში განხორციელდება.
პირველადი მოწყობილობების დამონტაჟების კუთხით დარჩენილია სამი ქვესადგური, ესენია: ხაშური-220“, „წყალტუბო–220“ და ქვესადგური „ზუგდიდი110/35/6.“ ამ სამი ქვესადგურის დასრულებით, სრულად დამთავრდება რეაბილიტაციის პროექტი.
ამ ეტაპზე 35/10 კვ-ის გამანაწილებელი მოწყობილობების შესყიდვისთვის მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული პროექტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სადენის გამჭიმი მოწყობილობის შეძენა.

კომუნიკაცია