2013-12-16
„პალიასტომი-1“ და „პალიასტომი-2“ აღდგენილია
14 დეკემბერს გვიან ღამით, დასრულდა 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-2“ , ხოლო 15 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-1“ სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა . შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან ქალაქ ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელით, მადლობას ვუხდით ყველა ენერგეტიკოსს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ყინვასა და დიდი თოვლის პირობებში ახორციელებდა დაზიანების ადგილების აღდგენას, რათა მოსახლეობას უმოკლეს ვადაში მიწოდებოდა ელექტროენერგია.