2016-06-13
სამუშაო შეხვედრა პორტუგალიურ კომპანიასთან REN
“საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის” კონსულტაციის ფარგლებში, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, გაიმართა მესამე შეხვედრა გენერაციის ქსელში ინტეგრაციის, სისტემის საიმედოობის ამაღლების, ინვესტიციების წარმოდგენის და ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ათწლიან გეგმაში ინტეგრირების შესახებ.
შეხვედრას სსე-ის სპეციალისტებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორის REN კონსულტანტები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:
ახალი გენერაციის ინტეგრაციის ანალიზი პროგრამით RenRecep. პროგრამას შეუძლია იანგარიშოს ერთდროულად მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კვანძში ახალი სიმძლავრის შესვლის პოტენციალი, ქსელის კონკრეტული უბნების დატვირთულობის ჩვენებით, რაც თავის მხრივ შესაძლოა გამოყენებული იქნას ქსელის განვითარების დაგეგმვისათვის.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სსე-ს პოზიცია, სისტემის საიმედოობის ანალიზის დახვეწასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე გათვალისწინებულია ათწლიანი გეგმის 2016-2026 ვერსიაში.
აქვე განხილული იქნა ათწლიანი გეგმის შემდგომ ვერსიებში ინვესტიციების გამარტივებული გზით წარმოდგენის სრულყოფის საკითხები, ასევე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიდგომა ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც ითვალისწინებს გადამცემი ქსელის გაძლიერებას ახალი გენერაციის/მოხმარების მიერთების მიზნით, REN-ის კონსულტანტების მხრიდან გაზიარებული იქნა მათი გამოცდილება აღნიშნულ საკითხებზე.
