ახალი ამბები

2016-04-12 

პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორის წარმომადგენლების ვიზიტი სსე-ში

2016 წლის 12 აპრილს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორის (REN) და სსე-ის მენეჯმენტის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

Technical operator of the Power System of Portugal Visited GSE1

პორტუგალიური სისტემის ტექნიკურ ოპერატორს  და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ. თანამშრომლობა საწყის ეტაპზე სისტემის ოპერირების კუთხით კონსულტაციების გაწევას, განვითარების ათწლიანი გეგმის მომზადებისას პროგნოზების გაკეთებაში დახმარებას და ენერგობაზრის ხელშეწყობის კუთხით საკითხების განხილვას გულისხმობდა. რაც შეეხება თანამშრომლობის შემდეგ ეტაპს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ კომპანია REN-ისგან შეიძინა  ჰიდროსადგურების ოპტიმიზაციისა და პროგნოზირების პროგრამა (Voloragua), რომლის საშუალებით, კომპანიაში გაადვილდება გენერაციის დაგეგმვა, რაც სისტემის ფუნქციონირებას კიდევ უფრო მოქნილსა და უსაფრთხოს გახდის. Voloragua-ს დანერგვა სსე-ში უახლოეს მომავალში დაიწყება.

„შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა გენერაციისა და მოხმარების საკითხები, ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზი და გენერაციის დაგეგმვა პროგრამით Voloragua. REN-ის კონსულტანტების მხრიდან გაზიარებული იქნა თავიანთი გამოცდილება. შევაჯამეთ გასული პერიოდის თანამშრომლობის შედეგები და დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის გეგმები,  რომელიც პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორის რეგიონალურ პროექტებში ჩართვას გულისხმობს“ – განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

Technical operator of the Power System of Portugal Visited GSE2

კომუნიკაცია