ახალი ამბები

2016-11-16 

„მოლდელექტრიკა“-ს წარმომადგენლების ვიზიტი სსე-ში

ა.წ 15-16 ნოემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს მოლდოვური სისტემური ოპერატორის „მოლდელექტრიკა“-ს წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანს სსე-სა და „მოლდელექტრიკა“-ს შორის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრაზე, ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ENTSOE-ის (ევროპული ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორი) სტანდარტებით შედგენილი, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, სასისტემო მომსახურებების კონცეფცია, სისტემათაშორისი ვაჭრობისა და საქართველოს ქსელის წესები. მოლდოვური დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მოლდოვის ელექტროენერგეტიკის კანონის ძირითადი ასპექტები და მოლდოვისა და უკრაინის გადამცემი ქსელების ENTSOE-სთან მიერთების საკითხები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა საქართველოს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და ქვესადგური „ახალციხე-500“ დაათვალიერეს.

„საქართველოსა და მოლდოვას ენერგოსისტემებს მსგავსი გამოწვევები და ENTSOE-სთან დაახლოების ერთნაირი მიზნები აქვთ, ამიტომ სისტემურ ოპერატორებს შორის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა სულხან ზუმბურიძემ.

ორი ქვეყნის ენერგოსისტემების თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

Moldelectrica Representatives Visited GSE1Moldelectrica Representatives Visited GSE2Moldelectrica Representatives Visited GSE3Moldelectrica Representatives Visited GSE4

კომუნიკაცია