ახალი ამბები

2015-06-25 

ნავთლუღის სასწავლო ცენტრის პოლიგონზე გამჭიმი მოწყობილობების ტესტირება განხორციელდა

ნავთლუღის სასწავლო ცენტრის პოლიგონზე, ელექტროგადამცემი ხაზების სადენების და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დასამონტაჟებელი მოწყობილობის ტესტირების სამუშაოები განხორციელდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, SCADA-ს პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში წარმატებით მიმდინარეობს ოპტიკის გაჭიმვის სამუშაოები. სსე-ის კუთვნილი ქვესადგურების უმრავლესობაში სამუშაოები უკვე დასრულებულია. კომპანიაში ჩამოყალიბდა ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფილებები, რომლებიც სსე-ის ბალანსზე არსებული ძველი, ამორტიზირებული ხაზების რეაბილიტაციას ახორციელებენ.

2014 წელს, აღნიშნული პროექტებისთვის კომპანია USAID-ის დახმარებით შეძენილი იქნა გამჭიმი მოწყობილობები, რომლის საშუალებითაც ელექტროგადამცემ ხაზზე „პალიატომი -1“ ძველი, მეხამრიდი გვარლის დემონტაჟი და ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოების და სარეაბილიტაციო პროცესის უწყვეტ რეჟიმში განხორციელების შედეგად, აღმოფხვრილია 2013 წელს „პალიასტომი-1,2“-ზე მომხდარი ავარიის ყველა შედეგი. რეაბილიტაციის პროექტი ერთი კვირის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე ელექტროგადამცემ ხაზზე „პალიატორმი-2“ ანძის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს ენერგოსისტემის ძირითად გადამცემ საშუალებებს 220 კვ.იანი ელექტროგადამცემი ხაზები წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მთა-გორიანი რელიეფი არ იძლევა დიდი ზომის მოწყობილობების და სპეც-ტექნიკის თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აღმოსავლეთ საქართველოს ჯგუფისთვის დამატებით, 220 კვ-ის მცირე ზომის გამჭიმი მოწყობილობების შეძენის შესახებ, რაც კომპანიის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად (ელექტროგადამცემი ხაზის „სათაფლია“ გაორჯაჭვიანება; ელ/გად/ხაზის „აჯამეთი“ რეაბილიტაცია) მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

უახლოეს მომავალში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟის სამუშაოები დაიწყება ელექტროგადამცემ ხაზებზე: ,,მანავი-220“ და ,,თონეთი-2“.

პროცესი ერთი თვეში დაიწყება და 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

Stretching Equipment Testing Was Carried out at Navtlughi Training Centre Polygon1Stretching Equipment Testing Was Carried out at Navtlughi Training Centre Polygon2Stretching Equipment Testing Was Carried out at Navtlughi Training Centre Polygon3Stretching Equipment Testing Was Carried out at Navtlughi Training Centre Polygon4

კომუნიკაცია