განცხადებები

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ რეაბილიტაციის პროექტს აგრძელებს

2013-09-24 

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ქვესადგურების რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება.

გარდაბანში დასრულდა 500 კვ–იანი ავტოტრანსფორმატორის ატ4–ის რემონტი. სამუშაოები ტრანსფორმატორების რემონტების ჯგუფმა შეასრულა.

კომპანია SIEMENSE-თან ერთობლივად ქვესადგურში “ლისი-220“ მეორადი კომუტაციების წრედების რეაბილიტაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება. ზესტაფონში განთავსებულია ახალი კონტეინერები, სადაც დამონტაჟებულია მართვისა და დაცვის პანელები. კონტეინერები მონტაჟდება ღია გამანაწილებელ მოწყობილობაზე, გააჩნია თავისი შიდა მიკრო–კლიმატი, რაც საშუალებას იძლევა დაიზოგოს ათეულობით კილომეტრი სადენი.

ხუთ ავტოტრანსფორმატორს ეცვლება გაგრილების მართვის კარადები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“–ში მესამე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. გაგრილების მართვის კარადები არის ახალი მოწყობილობები, რომლებიც არეგულირებს ტემპერატურას და იცავს იმ დიაპაზონს, რომელიც აუცილებელია მოწყობილობის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

უახლოეს მომავალში ქვესადგურში „დიდუბე-220“ ავტოტრანსფორმატორებზე RPN–ების გამოცვლის სამუშაოები დაიწყება. „დიდუბე-220“ წარმოადგენს ცენტრალურ, საკვანძო ქვესადგურს, რომელიც თბილისის ძირითადი უბნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. RPN–ების გამოცვლით მოხდება ძაბვის ავტომატური რეგულირება ტვირთის ქვეშ, რაც აბონენტებს საშუალებას მისცემს მიეწოდოთ სტაბილური, ფიქსირებული და ხარისხიანი ძაბვა.

იწყება ზესტაფონის 500 კვ–იანი ავტოტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები. შეიცვლება გაგრილების ძრავები და ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი. გარდაბანში აქტიურად მიმდინარეობს დიაგონალის მშენებლობის სამუშაოები, რაც 2014 წელს დასრულდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა “სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტროგადამცემ ხაზებზეც ახორციელებს. მიმდინარეობს „პალიასტომი–2“-ის გაბარიტის გაზრდის სამუშაოები.

რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს განხორციელდება კახეთის წრიულად მკვებავი 7 ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზის, ციფრული რელეებით აღჭურვა, რაც კახეთის ამ ნაწილში, მნიშვნელოვნად, გააუმჯობესებს დაცვის მხარეს, მოხდება დაზიანების მანძილის განსაზღვრა და არასელექტიური გამორთვების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

კომუნიკაცია