2016-02-08
ისტორიული მოვლენა საქართველოს ენერგეტიკაში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება.
5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.
აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს.
