2013-10-23
ბეშუმის ქვესადგური დისტანციურ მართვაზე გადადის
“საქართველოს სახლემწიფო ელექტროსისტემა” მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიურ მოწყობილობებს ქვყნის ენერგოსისტემაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესესებს ენერგოსისტემის იმედიანობას და სტაბილურობას.
ოქტომბრის ბოლოს, ბეშუმის ქვესადგურის დისტანციურ მართვაზე გადაყვანის პროცესი დასრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ,
ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელის საშუალებით ქვესადგურის დისტანციური მართვა, თბილისიდან, ეროვნული სადისპეტჩეროდან გახდება შესაძლებელი. მუშაობის ეს სქემა კიდევ უფრო გააადვილებს ქვესადგურის მართვას და ხელს შეუწყობს სწრაფ რეაგირებას გადართვების შემთხვევაში.