ახალი ამბები

2016-02-22 

კახეთის რეგიონში ავტოტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

კახეთის რეგიონში, ქვესადგურში ,,გურჯაანი-220“ ავტოტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი წარმატებით დასრულდა.

ატ-1-ზე ჩატარდა კაპიტალური შეკეთების პროგრამით განსაზღვრული სამუშაოების სრული მოცულობა: ავტოტრანსფორმატორი შეიღება ახლად შეძენილი ორკომპონენტიანი საღებავით, ზეთის გადამამუშავებელი ახალი აგრეგატის “MICAFLUID” საშუალებით აღდგა ავტოტრანსფორმატორის ზეთის პარამეტრები.

დამონტაჟდა 20 ერთეული თანამედროვე, დუ-125 ტიპის დისკური საკეტი, რის შედეგადაც ავტოტრანსფორმატორზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, ისეთების, როგორებიცაა: ზეთის ტურბოს აღდგენა, შეცვლა, რადიატორების შეკეთება და სილიკაგელის შეცვლა – ზეთის დაუცლელად გახდა შესაძლებელი. ძველი დისკური საკეტები, რომლებიც აქამდე იყო დამონტაჟებული, ზეთის ჩაკეტვას ვერ ახდენდა, შესაბამისად, დაზიანებული III ჯგუფის ზეთის ტუმბოს შეკეთება წლების განმავლობაში ვერ ხორციელდებოდა.

სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდნენ: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ექსპლოატაციის დეპარტამენტი, რეგიონისა და ქვესადგურის პერსონალი, დიაგნოსტიკის, სარელეო და ტრანსპორტის სამსახურები და ეროვნული სადისპეტჩეროს ცენტრის თანამშრომლები. სამუშაოები 5 იანვრიდან 18 თებერვლამდე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები მისი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, 1984 წლიდან არ განხორციელებულა.

გარდა ამისა, კახეთის რეგიონში დათქმულ ვადებში დასრულდა მეორადი კომუტაციის მოწყობილობების ციფრულ დაცვებზე გადაყვანის პროექტი. ე.გ.ხ-ზე ,,მანავი-220“ განხორციელდა 70 კმ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაჭიმვის სამუშაოები, რომელიც გურჯაანის ქვესადგურს „რუსთავი-220“-თან აკავშირებს.

აღნიშნული პროექტების განხორციელება უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის მოქნილ და სწრაფ პროცესს, რაც რეგიონის ენერგომომარაგებას კიდევ უფრო საიმედოს და უსაფრთხოს გახდის.

Repairing Works of Autotransformer have been completed in Kakheti Region1Repairing Works of Autotransformer have been completed in Kakheti Region2

კომუნიკაცია