ახალი ამბები

2016-12-26 

სულხან ზუმბურიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის მსმენელებს შეხვდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე მსმენელებს შეხვდა, რომლებიც ელექტროენერგეტიკის პროგრამის სრულ კურსს სსე-ის სასწავლო ცენტრში გადიან.

„იმედი მაქვს, წარმატებით გაართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომლებიც ახლა თქვენს წინაშეა. ჩვენს კომპანიაში უკვე გაიზარდა სტუდენტთა თაობები, რომელთაც უბრალო თანამშრომლიდან დაწყებული – სამსახურისა და დეპარტამენტის უფროსობამდე გრძელი გზა გაიარეს. ეს ადამიანები ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. გვინდა, თქვენი ენერგია და ცოდნა დახარჯოთ იმაში, რომ აკეთოთ საქმე, რომელიც გიყვართ. ჩვენი მიზანია, თქვენ გახდეთ პროფესიონალები და გამოიმუშავოთ ის უნარ-ჩვევები, რაც ქართულ ენერგეტიკას სჭირდება,“ – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სტუდენტებს ეროვნული სადისპეტჩერო დაათვალიერებინა და კომპანიაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

სტაჟირებას სულ 18 ახალგაზრდა გადის, წარჩინებული სტუდენტები კი კომპანიაში დასაქმდებიან.

Sulkhan Zumburidze Met GSE Training Center Students-300x169.jpgSulkhan Zumburidze Met GSE Training Center Students-3-300x168.jpgSulkhan Zumburidze Met GSE Training Center Students-2-300x177.jpg

კომუნიკაცია