2014-03-26
აჭარაში 2013 წლის სტიქიით დაზიანებულ უბნებზე კონკრეტული სამუშაოები ჩატარდება
მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის ზამთარში, აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზების სტიქიით დაზიანების გამო, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფი იკვლევს „პალიასტომი-1“ და „პალიასტომი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიას.
კვლევის შედეგების საფუძველზე, პრობლემური უბნების არსებობის შემთხვევაში, გაკეთდება ცალ-ცალკე პროექტები, რომლის მიხედვითაც იგეგმება არსებული გრაფიკის შეცვლა და კონკრეტული სამუშაოების ჩატარება დაზიანებულ უბნებზე.