ახალი ამბები

2016-08-08 

სსე-ის დელეგაციის ვიზიტი „ბელენერგო“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრები ზურაბ ეზუგბაია და გიორგი შარკოვი სამუშაო ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქს, მინსკს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ბელორუსიის ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების „ბელენერგო“-ს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე სივაკთან, და კომპანიის შემადგენელი სტრუქტურული ერთეულების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისა და ექსპლოატაციის ტექნიკური თავისებურებები, სადისპეტჩერო ცენტრის განვითარების პერსპექტივები, მეზობელ ქვეყნებთან კავშირები და ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს ასტრავეცის რაიონში მშენებარე პირველი ატომური ელექტროსადგური („ბელაეს“), სრულად რეკონსტრუირებული და განახლებული 330/220 კვ ქ/ს „მირადინო“, „ბელენერგო“-ს შვილობილი კომპანიის „მინსკენერგო“-ს ფილიალი „აგროფირმა ლებედევო“, სადაც დამონტაჟებულია ბიოგაზზე მომუშავე ელექტროტურბინა, და კომპანია „მინსკენერგო“-ს ფილიალის „მინსკის გადამცემი ქსელების“ საუწყებო გამაჯანსაღებელი ცენტრი.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა ბელარუს კოლეგებს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით სსე-ში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნეს. დაისახა მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის ღონისძიებები, როგორც გამოცდილების გაცვლის, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

GSE Delegation Visit to Belenergo1

კომუნიკაცია