განცხადებები

2015-07-23 

ინფორმაცია საჯარო განხილვების შესახებ 500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი

2015 წლის 31 ივლისიდან, სს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა/შპს. “ენერგოტრანსი”, საქართველოს კანონდებლობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დირექტივების შესაბამისად, იწყებს „500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვას. პროექტი გულისხმობს 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის (დაახ. 100 კმ) მშენებლობას, არსებულ ქსნის 500/220/110 კვ ქვესადგურსა და ასაშენებელ, სტეფანწმინდის 500/110 კვ ქვესადგურის დასაკავშირებლად

  1. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ა.წ. 24 სექტემბერს, 11:00 სთ-ზე, მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N7
  2. ა.წ. 24 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზში, 2 სართულზე, შემდეგ მისამართზე: დუშეთის რაიონული ცენტრი, რუსთაველის ქ. N27.
  3. ა.წ. 25 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, 1 სართულზე, შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა, ალექსანდრე ყაზბეგის N1.

განსახილველი გზშ-ს ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეთთვის ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

დოკუმენტის ნაბეჭდი ვერსიები

  • გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. №6
  • სს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” – ბარათაშვილის #2;
  • შპს. „ენერგოტრანსი“ -ბარათაშვილის N2;

ელექტრონული ვერსიები: ტომი 1; ტომი 2

ტექნიკური რეზიუმე; არატექნიკური რეზიუმე.

  • დოკუმენტის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია: www.gse.com.ge; www. energotrans.com.ge; ინტერნეტ გვერდებზე
  • მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტი
  • დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტი
  • სტეფანწმინდის რაიონის მუნიციპალიტეტი

კომენტარები მიიღება განცხადების გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში, ელექტრომული ფორმით შემდეგ მისამართებზე: info@energotrans.com.ge; a.khetaguri@energotrans.com.ge; m.gikoshvili@energotrans.com.geდა წერილობითი ფორმით მისამართზე: შპს. „ენერგოტრანსი“ -ბარათაშვილის N2, I სართული

კომუნიკაცია