2014-05-29
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და კომპანია „თელასი“-ის ერთობლივი პროექტი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კომპანია „თელასთან“ ერთად ახალი პროექტი დაიწყო. კომპანიების მიერ ერთობლივად განხორციელდება ქვესადგურების: „ნავთლუღი-220“, „დიდუბე-220“ და „გლდანი-220″ 6-10 კვ-ის მოწყობილობების სრული რეაბილიტაციის პროექტი.
უკვე დასრულებულია დიდუბის ქვესადგურის დახურული გამანაწილებლის რეაბილიტაცია, მეორე ეტაპზე განხორციელდება ნავთლუღის ქვესადგურის 6 კვ-ის და გლდანის ქვესადგურის 10 კვ-ის დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების დამთავრებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დედაქალაქის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა.