ახალი ამბები

2016-10-05 

სსე-მ 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ,,სათაფლია-1-2“-ის რეკონსტრუქცია დაასრულა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის, 500 კვ-იანი ე.გ.ხ-ის ,,იმერეთი“ პარალელურად არსებული, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, წარმატებით დასრულდა 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ,,სათაფლია-1-2“-ის რეკონსტრუქციის სამუშაოები. სამუშაოები მოიცავდა: ანძების, ფუნდამენტების, სადენის და მეხდამცავი გვარლის დემონტაჟს და არსებული ელექტროგადამცემი ხაზის ადგილას ახალი, ორჯაჭვიანი ეგხ ,,სათაფლია 1-2“-ის მონტაჟის სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები სსე-ის პერსონალის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისმა ღირებულებამ 5 600 000 ლარი შეადგინა. პროექტი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის ,,სათაფლია-1-2“რეკონსტრუქციის გარდა, ე.გ.ხ „აჯამეთი“-ს გაორჯაჭვიანებას და „დერჩი“-ს ახალი მონაკვეთის მშენებლობას მოიცავს, სრულად 2017 წლის თებერვალში დასრულდება. შედეგად, გაუმჯობესდება მთელი დასავლეთ საქართველოს ენერგომომარაგების საიმედოობა.

GSE Completed the Reconstruction of 220kV Sataplia-1-2 Power Transmission Line

კომუნიკაცია