2017-02-02
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:
მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
ქონების ადგილმდებარეობა: ქ. ზესტაფონი, თამარ მეფის ქ#77 (საკადასტრო კოდები: 32.10.35.243 და 32.10.35.219);
საწყისი სააუქციონო ფასი: 398 870 (სამას ოთხმოცდათვრამეტი ათას რვაას სამოცდაათი) ლარი (დღგ–ს ჩათვლით);
აუქციონში მონაწილეობის „ბე“: 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;
აუქციონის „ბიჯის“ ოდენობა:10 000 (ათი ათასი) ლარი;
მონაწილის ბილეთის ფასი: 50 (ორმოცდაათი) ლარი;
თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას,ლოტის ნომერს და საწყის საფასურს;
ბ) „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის #GE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;
გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე)ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, სასამართლოს დადგენილება დაფუძნების შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).
ინფორმაცია განაცხადების მიღებისშესახებ:
აუქციონი ჩატარდება 2017 წლის 17 თებერვალს 15:00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2017 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბეს“ თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი „ბეს“ თანხა უბრუნდებათ უკან.
მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2017 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 17 თებერვლის ჩათვლით, 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში – აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება – გადახდილი „ბეს“ თანხა უკან არ უბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის, წესის“ შესაბამისად.
გიორგი ოდიშვილი
ქონების მართვის სამსახური უფროსი
ტელ: +995 32 510 202
ელ.ფოსტა:
giorgi.odishvili@gse.com.ge