ახალი ამბები

2016-02-09 

თურქეთის დელეგაციის ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში თურქეთის ენერგობაზრის (EPIAS) წარმომადგენლების, USAID-ის ერთ-ერთი პროექტის G4G კოორდინატორისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თურქულ დელეგაციას EPIAS-ის ბაზრის ოპერირების დეპარტამენტის დირექტორი ფატიჰ იაზიტასი ხელმძღვანელობდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის გაფართოების საკითებზე და იმ საჭირო ცვლილებებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არის განსახორციელებელი. შესაბამისად, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკური და სტრატეგიული სირთულეების დაძლევის გზების დასახვა.

ვიზიტის ბოლოს, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ თურქ კოლეგებს კომპანიაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო.

Delegation from Turkey Visits Georgian State Electrosystem

კომუნიკაცია