ახალი ამბები

2014-12-26 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრა კახეთის რეგიონალურ ქსელში გაიმართა

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩატარდა. კახეთის რეგიონალური ქსელი 2002 წელს, თელავის და გურჯაანის ქსელების გაერთიანების შედეგად შეიქმნა და ელექტროენერგიით კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს ამარაგებს.

IMG_90601-300x199.jpg

შეხვედრაზე 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, შედგა დიალოგი თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის.
შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა კახეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა – ბატონმა თემურ მეტრეველმა, რომელმაც 2014 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელებული სამუშაოები მიმოიხილა.2014 წლის განმავლობაში, ქვესადგურში “ახმეტა-110/35/10” დამონტაჟდა ВМТ-110 ტიპის სატრანსფორმატორო ამომრთველები. 110 კვ.იანი ე.გ.ხ.ე-ბის “ხადორჰესი” და “კვეტერი” უჯრედებში დამონტაჟდა SOHK-110 ტიპის გამთიშველები. 110 კვ.იან ე.გ.ხ.ებზე “იყალთო” და “ხადორჰესი” კი წარმატებით განხორციელდა ციფრული დაცვების დანერგვის პროექტი. კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა დაცვის და მართვის სააკუმულატოროს შენობებს, ქვესადგურში “წინანდალი-110” ტ-1-ს ჩაუტარდა ზეთის რეგენერაცია, შეიცვალა 110 კვ.ის დაზიანებული შემყვანი. 110 კვ.ის უჯრედებში РЛНД-110 ტიპის გამთიშველების ნაცვლად, დამონტაჟდა SOHK-110 ტიპის გამთიშველები. 110 კვ.ის ე.გ.ხ–ებზე დამონტაჟდა ციფრული დაცვები. ტ-1-ზე და ტ-2-ზე დამონტაჟდა სატრანსფორმატორო ამომრთველები. 110 კვ.იან ე.გ.ხ-ზე “ჰერეთი-1,2” დამონტაჟდა ციფრული დაცვები.

IMG_9057-300x199.jpg

ქვესადგურში ”საგარეჯო-2-110” ტ-1 ზე და ტ-2-ზე მოკლე ჩამრთველების ნაცვლად დამონტაჟდა ММО-110 ტიპის ამომრთველები.კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა სააკუმულატორო შენობას და დამონტაჟდა სააკუმულატორო ბატარეა. ქვესადგურში “ლაგოდეხი” მიმდინარეობს 6-10 კვ სალტეებზე ОПН(მცლელების) მონტაჟი. ქვესადგურში “ხირსა” მოკლე ჩამრთველის ნაცვლად დამონტაჟდა ММО-110 ტიპის ამომრთველები.
რეაბილიტაციის მმართველმა ბატონმა სულხან ზუმბურიძემ ორგანიზაციული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომუნიკაცია