ახალი ამბები

2013-10-25 

ჯვარი-ხორგას პროექტი

დღეს, 25 ოქტომბერს, 15:00-ზე ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა „საქართველოს

12-300x217.jpg

სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და შპს „ენერგოტრანსის“ ერთობლივ, ჯვარი – ხორგას დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს პროექტს.

პროექტს ხელი მოაწერეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრმა – ბ-მა ნოდარ ხადურმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ – ბ-მა სულხან ზუმბურიძემ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის გენერალურმა დირექტორმა – ბ-მა ბრუნო ბალვანერამ. ხელმოწერის ცერემონიალს ენერგეტიკის მინისტრი – ბ-ნი კახა კალაძე და სამინისტროს სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პროექტი ენერგეტიკის სამინიტროს თანადგომით  და ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება ჯვარში ახალი 500/220 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს 8 კმ სიგრძის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომელიც მიუერთდება არსებულ, 500 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს “კავკასიონი” და ხორგას 220 კვ.იან და ჯვრის 500 კვ.იან ქვესადგურებს შორის 60 კმ სიგრძის ორჯაჭვა 220 კვ-იანი ე.გ.ხ.-ის გაყვანას.

13-300x193.jpg

ჯვარი-ხორგას ქსელი, საგრძნობლად გააუმჯობესებს საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხს და საიმედოობას. ახალი ქვესადგურის მშენებლობით და 220 კვ.იანი ხაზების საშუალებით, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება და ფოთის თიზ-ის ენერგომომარაგების უზრუნველყოფა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტთან დაკავშირებული ტენდერები.

სამუშაოების დასრულება 2016 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

კომუნიკაცია